მოგესალმებით, რამდენიმე შეკითხვა და რეკომენდაცია მჭირდება პრაქტიკოსი იურისტებისგან, ვარ სამართლის ფაკულტეტის 3-ე კურსის სტუდენტი, კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოკლედ არსებობს "ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება № 18/ნ " რომელიც გამოცემულია 2011 წლის 18 თებერვალს და რომლის 2-ე მუხლი ითვალისწინებს: მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება:
პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ასევე ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
2012 წლის 6 იანვრის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით N02 შევიდა ცვლილება 2-ე მუხლთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე : მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები, თუ პირი არის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ან საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლე და მისი ასაკი ექსტერნატის ფორმით ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ჩაბარების კალენდარული წლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უთანაბრდება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს ან არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლე. ხოლო 2012 წლის 4 დეკემბრის მინისტრის ბრძანებით კიდევ შევიდა ცვლილება ამ მუხლთან დაკავშირებით რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ბრძანება №247/ნ
2012 წლის 4 დეკემბერი: ,,მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.“
ანუ პირველ ცვლილებაში ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით დაკონკრეტებულია რა შემთხვევაშია დასაშვები მინისტრის მიერ გამონაკლისის დაშვება ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევაზე ხოლო მეორე ცვლილებით აღარ არის დაკონკრეტებული და ობიექტური მიზეზებია დასახელებული და საკითხავია რა იგულისხმება ობიექტურ მიზეზებში ისევ სასწავლო ოლიმპიადები თუ სხვა მიზეზებიც მაგ სპორტული აქტივობები და ა.შ.
აქედან გამომდინარე ახლობელმა გადაწყვიტა რომელიც არის 11-ე კლასსში და არის 16 წლის ანუ ასაკი ხელს არ უწყობს რომ დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლება, მისი სპორტული აქტივობებიდან გამომდინარე მიმართოს მინისტრს ექსტერნი გამოცდების გამოცხადებისთანავე ექსტერნზე დაშვების უფლების მისაღებად, მას აქვს სპორტული მიღწევები საერთაშორისო და ერუვნულ დონეზე კარატეში, ასევე აქვს ფედერაციის წერილიც რომელიც ადასტურებს რომ იგი უნდა გამოვდეს 2015 წლის თბილისის ოლიმპიურ ფესტივალში და ეს მოითხოვს დროს და ენერგიას და სურს მას დაძლიოს ზოგადი განათლება.
ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში : შეიძლება მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შეტანა როგორც "ობიექტური გარემოება" სამართლებრივად შეფასდეს ამ ტიპის გამონაკლისებზე? კონკრეტულ ამ ტერმინზე მაინტერესებს სამართლებრივი კომენტარი

) ასევე აქედან გამომდინარე დავეხმარე მას განცხადების დაწერაში(სზაკ-ის 78ე მუხლი) მინისტრის სახელზე რომელსაც დავდებ და მაინტერესებს იურსტების შეფასება როგორც არსობრივი ასევე სამართლებრივი. წინასწარ დიდი მადლობა
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 53 )
gancxadeba.docx