თანამედროვე ტელევიზორების გარეგნული მსგავსების მიუხედავად მათი მახასიათებლები განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი კომფორტულს ქმნის საეთერო ტელეგადაცემების ყურებას ზოგიერთი კი ფილმების, მედიაფაილების. ამ ყველა ნიუანსის გასარკვევად თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა ინფორმაცია გარკვეული მწარმოებლების ვებ გვერდზე ან უბრალოდ წაიკითხოთ ჩვენი სტატია.
ტელევიზორის არჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკრანის ტიპს. ეკრანის ტიპის მიხედვით ტელევიზორის მწარმოებლები შემდეგ კლასიფიკაციას გვთავაზობენ.
LCD- დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ეკრანის ტიპის ტელევიზორი. იგი ანალოგია თანამედროვე კომპიუტერული მონიტორებისა. LCD ტელევიზორი აღჭურვილია თხევადკრისტალური მატრიცით.
LED-ტელევიზორები თხევადკრისტალური დისპლეით, რომელშიც გამოიყენება LED განათება. ამ ტიპის ტელევიზორი ბევრად უფრო თხელია, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და პრაქტიკულად არ ცხელდება.
პლაზმური-ტელევიზორები რომლებშიც გამოსახულება მიიღება აირების განმუხტვით. თხევად კრისტალურ (LCD) ტელევიზორებთან შედარებით პლაზმური უზრუნველყოფს ბევრად გაჯერებულ ფერებს, ხედვის ფართო კუთხეს და ღრმა შავ ფერს, მაგრამ მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას, პიქსელების ზომაც შედარებით დიდია და ახლო მანძილიდან შესამჩნევია ეკრანის ციმციმი.
მას შემდეგ რაც განსაზღვრეთ როგორი ეკრანის ტიპია თქვენთვის უკეთესი (LCD, PLAZMA, LED) ავირჩიოთ ეკრანის დიაგონალი და გაფართოება..დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული გაფართოების ფორმატები HD (1360x768) და Full HD (1920x1080) საშუალებას გვაძლევს ეკრანზე მივიღოთ გამოსახულების უმაღლესი ხარისხი. Full HD ფორმატი კონფორტულს ქმნის ფილმების Blu-Rey დისკებისა და მედიაფაილების ყურებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყიდულობთ ტელევიზორს მხოლოდ საეთერო ტელეგადაცემებისა და DVD დისკების საყურებლად HD(1366x768) ფორმატი საუკეთესო საშუალებაა თანხის დასაზოგად.
ტელევიზორის ზომის შერჩევისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება მანძილზე საყურებელი ადგილიდან ტელევიზორამდე. თუ ტელევიზორის დიაგონალი 40"-ა მაშინ რეკომენდირებული მანძილი საყურებელ ადგილამდე არის 3მეტრი. საშუალოდ ეკრანის დიაგონალი უნდა გავამრავლოთ 3-4 ზე და ამ მანძილიდან ვუყუროთ ტელევიზორს.
15“ ,19“,22“,26“- ყველაზე მინიატურული ეკრანის ზომა რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ოთახებისთვის როგორიც არის სამზარეულო, სააბაზანო ოთახი და პატარა საძინებელი.
32“- დაბალანსებული ფორმ-ფაქტორი რომელიც რეკომედირებულია პატარა ბინებისთვის. მისი დადგმა შესაძლებელია როგორც სამზარეულოში (კედლიდან კედლამდე დისტანციაზე)ასევე ავაჯით დატვირთულ მისაღებ ოთახში.
37“, 40“, 42“- ოპტიმალური ზომაა საკმაოდ დიდი ოთახისთვის.
46“, 50“, 55“- ყველაზე მასშტაბური ეკრანის ზომა , რომელსაც ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ სახლის კინოთეატრის მოსაწყობად ისეთი ზომის ოთახისთვის რომელთა კედლებს შორის დაშორება 4-5 მეტრია.
ტელევიზორის შესაძლებლობები და დამატებითი ფუნქციები
ტელევიზორის შერჩევისას შეიძლება ხშირად შეამჩნიოთ, რომ ერთიდაიგივე ზომის, გაფართოების და ეკრანის ტიპის ტელევიზორების ფასი საგრძნობლად განსხვავებულია.
ეს არის პროდუქტის დამატებითი შესაძლებლობებით და ფუნქციებით გამოწვეული და არა მხოლოდ მწარმოებბლის ფასების პოლიტიკით .
მედიაპლეიერი — ზოგიერთი ტელევიზორის მოდელი აღჭურვილია ჩაშენებული მედიაპლეიერით, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად გაუშვას არამარტო ფოტო და მუსიკალური ფორმატი, არამედ ისეთი ფართოდ გავრცელებული ვიდეო ფაილი როგორიც არის AVI და MKV. ამასთანავე ვიდეო ფაილების გაშვება შესაძლებელია USB FLASH მეხსიერების ბარათებით (USB შემაერთებლის საშუალებით) და ლოკალური ინტერნეტის მეშვეობით (RJ45 შემაერთებლის wi-fi საშუალებით)
პორტები- როგორც წესი თანამედროვე ტელევიზორები გამოიყენება არამარტო საეთერო გადაცემების საყურებლად არამედ მასზე შესაძლებელია შეაერთოდ კომპიუტერი DVI ….HDMI და SCART — პორტების საშუალებით.
სიხშირე-განისაზღვრება კადრების ცვლილების სიხშირით. დაბალი სიხშირის შემთხვევაში პერიფერიული მხედველობით შეიმჩნევა ეკრანის ციმციმი, შესაბამისად სიხშირის დიდი მაჩვენებელი კარგი პარამეტრია, ამიტომ პრემიუმ კლასის ტელევიზორებს გააჩნიათ მაღალი სიხშირე.
კონტრასტულობა- წარმოადგენს სიმკვეთრის თანაფარდობას სრულ შავ და სრულ თეთრ ეკრანებს შორის მომდევნო ორ კადრზე, შავში და თეთრში. არსებობს ასევე დინამიური კონტრასტულობა, რომლითაც შეუძლია ტელევიზორს ავტომატურად ცვალოს სიმკვეთრე ეკრანზე სურათის ფერისგან გამომდინარე, ანუ მოუმატოს ნათელ და დააკლოს ბნელ ადგილებში. რაც მეტია კონტრასტულობა მით მკვეთრია სურათის ფერი ეკრანზე.
სურათი სურათში-საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოჩნდეს ორი არხი ერთდროულად, აქედან ერთი მთელ ეკრანზე, ხოლო მეორე პატარა ზომისაა და განთავსებულია ეკრანის კუთხეში.
3D მხარდაჭერა-სამ განზომილებიანი მოცულობითი გამოსახულების ყურება ეკრანზე. არსებობს სტერეოსკოპური — რომლის ყურებისთვის საჭიროა სპეციალური 3D სათვალეები და ავტოსტერეოსკოპური — რომლის ყურებისთვის არაა საჭირო სხვა დამატებითი აქსესუარები.
ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით მარტივად შეძლებთ ტელევიზორის შერჩევას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ მოიწყოთ სახლში თანამედროვე მედია-სისტემა.
წყარო:
http://www.hotspot.ge/articles/tv.htmlდა კიდევ, ესეც საინტერესოა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახალი ტექნიკის შეძენის დროს, როგორც წესი ვერ ვერკვევით მის სპეციფიკაში – დადებით და უარყოფით მხარეებში და გვიწევს მეგობრებისა და ახლობლების გამოცდილების და რჩევის საფუძველზე შერჩევა.
უარეს შემთხვევაში ვრჩებით სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა კონსულტანტების რჩევის იმედზე, რომლებიც თქვენთვის სასიკეთო რჩევებით ნაკლებად გამოირჩევიან და ძირითადად ცდილობენ ჩვენი უცოდინრობით ისარგებლონ და ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი საქონელი გაგვატანონ სახლში ან შეიძლება სრულიად უნებლიედ, უცოდინრობის გამო შეგვარჩევინონ ის რაც ჩვენს მოთხოვნებს ნაკლებად დააკმაყოფილებს. ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ მომსახურე პერსონალს, მაგრამ ეს მწარე რეალობაა. იშვიათია, რომ კონსულტანტი თავიდან ბოლომდე ერკვეოდეს იმ პროდუქტში, რასაც გთავაზობთ და ცოტა უფრო სიღრმისეულ კონკრეტულ კითხვაზე ან ვერ გპასუხობს ან ისე გპასუხობს რომ ვერაფერს გაიგებ. თუმცა არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, რომლებიც ერკვევიან გასაყიდ პროდუქციაში და შესაბამისად კომპეტენტურ პასუხებსაც ვღებულობთ მათგან.
ამ სტატიაში კი მე შეცეცდები ჩემი გამოცდილება და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცოდნა გაგიზიაროთ და დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში და გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ თანამედროვე ტელევიზორებზე.
დღევანდელ რეალობაში ძირითადად აქტუალური არის სამი ტიპის ტელევიზორი: LCD (ელ სი დი), LED (ელ ი დი) და Plasma (პლაზმა). ყველაზე გაყიდვადი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორია LCD ტიპის ტელევიზორები, რადგან 42 ინჩამდე (106.7 სმ) ზომის ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი სწორედ LCD ტელევიზორებია (მაგრამ სიტყვაზე 65 ინჩიანი პლაზური ტელევიზორი უფრო იაფია ვიდრე იგივე ზომის LCD ტელევიზორი). თითოეულ მათგანს აქვს რა თქმა უნდა როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.
ტელევიზორის შეძენისას საჭირო ტერმინები:
Inch (ინჩი) – ეკრანის დიაგონალის საზომი ერთეული. 1 ინჩი უდრის 2,54 სმ–ს.
HD Ready – HD (High Definition) ანუ ეს ნიშნავს რომ HD ტელევიზორი გვაწვდის მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას.
Full HD - HD უკვე იცით რასაც აღნიშნავს. Full HD ერთგავარი მარკეტინგული სხვლაა და იგივეა რაც Freesat HD, როცა არჩევანის წინაშე იქნებით HD Ready–სა და Full HD–ის შორის ყოველთვის აირჩიეთ Full HD, რადგან Full HD – ს გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (2 მლნ პიქსელი დაახლოებით), ხოლო HD Ready–ს 1366×768 გარჩევადობის შემთხვევაში თქვენი ტელევიზორის ეკრანზე თავს იყრის სულ რაღაც 1 მლნ–მდე პიქსელი), რაც უფრო მაღალია ფიქსელების რაოდენობა უფრო კარგია გამოსახულება.
HDMI – HDMI (High Definition Multimedia Interface) თვითონ აბრევიატურის განმარტებას თუ ვთარგმნით მივხდებით რომ ეს არის მაღალი გარჩევადობის მულტიმედიური ინტერფეისი, შესაბამისად საშუალო დონის ტელევიზორებსაც კი უნდა ჰქონდეთ HDMI ინტერფეისი, რადგან თქვენ მიიღოთ კარგი ხარისხის გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე.
LCD
LCD TV (Liquid Crystal Display) – დასახელებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია რომ ეს ტელევიზორები იყენებენ თხევად კრისტალურ ტექნოლოგიას გამოსახულების ეკრანზე გამოსატანად. LCD ტელევიზორები იწარმოება 19–დან 65 ინჩამდე. LCD ტელევიზორები მათი ფასიდან გამომდინარე კარგათ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვიდრე პლაზმური ტელევიზორები, მაგრამ გააჩნიათ შედარებით ცუდი ხედვის კუთხე.
LCD ტელევიზორის დადებითი მხარეები:
– პლაზმურ ტელევიზორთან შედარებით ნაკლები ელ. ენერგიის მოხმარება;
– საბინაო პირობებისათვის მორგებული ეკრანი (ზომა, სისქე, ნაკლებად მსხვრევადი);
– მისაღები ფასი.
LCD ტელევიზორის უარყოფითი მხარეები:
– ბნელ ოთახებში შედარებით ცუდი ჩვენების ხარისხი;
– ცუდი ხედვის კუთხე;
- სწრაფად ცვალებადი კადრების დეგრადაცია
LED
LED TV (Light Emitting Diode) – LED ტელევიზორები იყენებენ სინათლის გამომყოფ დიოდებს (უბრალოდ დიოდებს) ეკრანზე გამოსახულების გამოსატანად, ის რომ LED ტელევიზორმა აჯობა LCD ტელევიზორს ფაქტია (და ეს ესეც უნდა ყოფილიყო რადგან შეიძება ითქვას LED ტელევიზორის არის LCD ტელევიზორის გაუმჯობესებული ვარიანტი), ჩვენების ხარისხითაც და სხვა მონაცემებითაც იგივე ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარებითაც, მაგრამ შესაბამისად მისი ფასი აღემატება LCD ტელევიზორების ფასს.
LED ტელევიზორის დადებითი მხარეები:
– მოიხმარს ნაკლებ ელექტრო ენერგიას ვიდრე LCD;
– გააჩნია თხელი პანელი ;
– გააჩნია გამოსახულების ჩვენების გაუმჯობესებული ხარისხი;
– დაახლოებით 100 000 საათით მეტს ძლებს ვიდრე LCD ტელევიზორი;
– აღიარებულია ყველაზე მისაღებ თხელეკრანიან ტელევიზორად
.
LED ტელევიზორის უარყოფითი მხარეები:
– მაღალი ფასი;
– ზოგიერთ ადამიანს აღიზიანებს LED ტელევიზორის ეკრანის განათება
.
Plazma
პლაზმური ტელევიზორები ( Plazma TV ) – ეწოდება რადგან იგი იყენებს მცირე უჯრედების შემცველ ელექტრონულად დამუხტულ იონიზირებულ გაზებს, მარტივად რომ ვთქვათ დაახლოებით იგივე ტექნოლოგიას რაც გამოიყენება ჭაღის ნათურებში. პლაზმური ტელევიზორები იწარმოება 30 ინჩიდან ზევით 150 ინჩიანიც (3,8 მ) კი, ძირითადად პლაზმური ტელევიზორის ზომა 42 ინჩდან იწყება. პლაზმური ტელევიზორის ეკრანი მზადდება შუშისაგან, ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს არის რის გამოც პლაზმური ტელევიზორი უფრო კაშკაშაა ვიდრე LCD, როგორც უკვე აღინიშნა პლაზმური ტელევიზორი უფრო მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ვიდრე LCD და მითუმეტეს LED ტელევიზორები. ელექტრო ენერგიის მოხმარების რაოდენობა დამოკიდებულია ეკრანის სიდიდესა და გამოსახულებაზე, დიდი ეკრანის მქონე პლაზმური ტელევიზორები მოიხმარს უფრო მეტ ელექტრო ენერგიას ვიდრე პატარა ეკრაანის მქონე და ასევე ნათელი გამოსახულება მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას ვიდრე შედარებით ბნელი.
პლაზმური ტელევიზორის დადებითი მხარეები
– ბნელი გამოსახულების მკვეთრი გადმოცემა;
– კარგი ხედვის კუთხე, გამოსახულება არ განიცდის დეგრადაციას ხედვის კუთხის მიხედავად;
– სწრაფად მოძრავი კადრებიც კი არ არის ბუნდოვანი;
– თხელი პროფილი;
– შეიძლება დამონტაჟებულ იქნას კედელზეც.
პლაზმური ტელევიზორის უარყოფითი მხარეები
– სხივის არეკვლის საფრთხე ნათელ ოთახებში;
– დიდი რაოდენობის ელექტრო ენერგიის მოხმარება;
– მოითხოვს დიდი სივრცის მქონე ოთახში განთავსებას.
ტელევიზორის ზომა და მისთვის საჭირო სივრცე
საზოგადოებაში დამკვიდრებულია ის აზრი რომ ტელევიზორი, რაც უფრო დიდია უფრო კარგია და ამიტომ ადამიანები ხშირად ხარბდებიან დიდ ტელევიზორებს ან იწუნებენ შედარებით მცირე ტელევიზორები მისი სიმცირის გამო, იმის მიუხედავად თუ რა მოცულობის ოთახში აპირებენ მის განთავსებას. რა თქმა უნდა, დიდი და კარგი ტელევიზორი მშვენიერია, მაგრამ მის საყიდლად შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები უნდა გქონდეთ და ამავდროულად არც რამოდენიმე ათასის გადახდა უნდა გენანებოდეთ ასეთ შემთხვევაში, მაგრამ თუ თქვენ შეზღუდული ხართ და არჩევანის წინაშე დგახართ მაშინ რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
რამხელა ტელევიზორი შეგიძლიათ იყიდოთ? ეს როგორც უკვე აღვნიშნეთ დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, გემოვნებასა და იმ სივრცეზე სადაც მის განთავსებას აპირებთ.
ზოგადად რეკომენდირებულია და შესაბამისად კარგია საძინებელ ოთახში სულ მცირე 32 ინჩიანი ტელევიზორი, ხოლო მისაღებ ოთახში სულ მცირე 40 ინჩიანი ტელევიზორი.
შედარებითი უპირატესობები:
1. დიდი დიანგონალის მქონე ეკრანებში LCD-ის პლაზმა სჯობს, გამოსახულების უკეთესი ხარისხით, თუმცა შედარებით მცირე ეკრანის მქონე ტელევიზორებს შორის სჯობს არჩევანი LCD-ზე გააკეთოთ. ამ ორივე ტექნოლოგიას პლაზმასაც და LCD-საც სჯობს LED-ი. უახლოეს მომავალში LED-ი იქნება კიდევ უფრო კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული, ამ ეტაპზე LED-ის ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი მაღალი ფასია;
2. თუ თქვენ ტელევიზორს ყიდულობთ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით დაათვალიეროთ სურათები ან გამოიყენოთ იგი ხშირად, როგორც მონიტორი მაშინ თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ LCD-ზე;
3. 50 ინჩზე დიდი ზომის ტელევიზორებს შორის პლაზმამ აჩვენა ძალიან კარგი შედეგი და შეიძლება ითქვას რომ 50 ინჩზე დიდი ზომის ტელევიზორებში პლაზმა ინარჩუნებს სტაბილურ ადგილს. სამსუნგსა და LG-ის გააჩნიათ ძალიან დახვეწილი და თანამედროვე პლაზმური ტელევიზორები;
4. სასიცოცხლო ციკლის შემთხვევაში პლაზმა და LCD-ი საშუალოდ ერთი და იმავე მაჩვენებელს აფიქსირებენ, ამ კომპონენტშიც LED ტელევიზორები აღემატება ამ ორი ტიპის ტელევიზორებს.
წყარო -
http://ihow.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92...83%96%E1%83%9D/წინა თემები:
ნაწილი 1 ნაწილი 2 ნაწილი 3 ნაწილი 4 ნაწილი 4LCD tv technology

LED tv technology

Plazma tv technology

Oled tv technology

Lazer tv technology
This post has been edited by l-e-v-a-n on 28 Dec 2012, 12:45
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!