Front National
პრაქტიკულად გაუქმებული პროფილი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11836
წევრი No.: 40257
რეგისტრ.: 20-August 07
|
#35686765 · 20 Mar 2013, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო. გადავავლე თვალი ამ განყოფილების თემატიკას და გადავწყვიტე კარგა ხნის შემდეგ ერთი თემა მეც შემოგთავაზოთ პირადი ცხოვრებიდან ერთ ახირებულ ამბავს. ცოტა დიდი თემაა, სახალისო და საინტერესო მომენტებით, თუ დაგეზარებათ არც წაკითხოთ, მეც ერთგვარად დროს გავიყვან და მოგიყვებით. წინაწარ გაფრთხილებთ რომ არც დიდი ექშენი არ არის და არც კვანძის შეკვრა-გახსნა იქნება დიდად გამოკვეთილი.
თებერვალში მთაში ვიყავი მცირე დროით, მეგრობრებთან ერთად დასასვენებლად წასული, იდეაფიქსად მქონდა რომ კარგად დამესვენა და ძალები სერიოზულად აღმედგინა. არც არაფერი მქონდა გეგმად გარდა იმისა, რომ კარგად გამეტარებინა დრო, ყოველგვარი სერიოზული თავდაგადასავლების გარეშე.
შევდივარ ზურგჩანთამოკიდებული სასტუმროში და თვალში მეცა გაზაფხულის ტანსაცმელში გამოჭიმული უმეტესობა ჩემი ასაკის (20-25 წლის) ხალხი. თვალი ცივად ავარიდე და გავსწიე ჩემი ოთახისაკენ. გარეთ თოვლი კი იყო მაგრამ მზიანი ამინდები დაემთხვა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე გაცნობის მოხალისე საზოგადოება კურორტებში ჭარბოდს ხოლმე. არც ეს იყო გამონაკლისი. საღამოობით ცოტაოდენი ლუდით ხელში სუსხში ვსეირნობდი და მომბაძველებიც მყავდა. ეს კიდევ არაფერი.
ჩასვლიდან მეორე საღამოსაც მარტო სეირნობისას წამოვეწიე ორ გოგოს. თეთრი ქუდები დაეფარათ თავზე, გრძელი "კიკინები" რომ აქვს ისეთი. ფეხაუჩქარებლად მივუახლოვდი, თან გაყინულ თოვლზე შეძლებისდაგვარად ფრთხილად ვადგამდი ფეხს, არც მათი შეშინება მინდოდა და თან ასე სეირნობით თავს ვირთობდი. ბოლოს თოვლმა მაგრად გაიჭრიალა, რადგან ყინული იყო მის ქვეშ და ამ ტკაცანის ხმამ ორივე მათგანი სწრაფად, ოდნავ შეშიშნებული მზერით ჩემკენ გამოახედა. გავუღიმე. ერთ-ერთმა, რომელსაც ხელთათმანიანი ხელი გულთან მიეტანა ჯერ თავის მეგობარს შეხედა შემდგომ კი მე და ზოგადად, არავის მისამართით, ბუნებრივად თქვა: "ვაიმე როგორ შემაშინე". ღიმილითვე ვუპასუხე და თან უხელთათმანო ხელები ჰაერში ავწიე და წინ გავწიე, როგორც საშინელებათა ფილმებში ზომბებს აქვთ ხოლმე გაწეული, თვალებიც დავჭყიტე და ვუთხარი: "რა იყოთ მონსტრს ხომ არ ვგავარ"-მეთქი. ორივეს გაეცინა. ორივე მათგანი გავიცანი და საღამოს სასტუმროს ბარშიც ვისხედით და უამრავ თემაზე ვილაპარაკეთ, მათ შორის ასტროფიზიკაზეც კი. ღამით გვიან ავიდნენ თავიანთ ოთახში.
არ იყო 10 წუთი გასული, რომ ჩემ წინ ჩემხელა ჯეელი დაერჭო. სალამიო, მომიგო. არც მე ვუპასუხე აუგად. დაჯდომა მთხოვა და დაჯდა კიდეც. შემდგომ კი წინ წამოწეულმა, აშკარად დაძაბულმა, სახელის გაგების გარეშე მომმართა: "ეგ გოგო მე მომწონს". ამაზე ცალყბად ჩამეღიმა და ძალიან მშვიდი ტონით ვუპასუხე: კი მაგრამ მეოგობრო, მე დღეს ორი გოგო გავიცანი და მხოლობითში საუბრით რა გავიგო რომელზე ლაპარაკობ და თან ჯერ არც კი გაგიცნივარ, იქნებ რამე გაუბებრობაა-მეთქი. პერიფრაზირებას ვახდენ, რადგან ზუსტად არ მახსოვს რა სიტყვებით ვუთხარი სათქმელი. ცოტა არ იყოს უსიამოვნო ფერმა გადაკრა მაგრამ რამდენიმე წამიც არ იყო გასული რომ გაიღიმა და გამეცნო კიდეც და მომიბოდიშა, უხეშად გამომივიდაო. ცოტა ხანი თავის თავზე ილაპრაკა და შემდგომ დაიწყო:
"ეს გოგო (თეთრხელთათმნიანი) ჩემი თანაუნივერსიტეტელი იყო. მიცნობს, მომწონს მაგრამ არ მითქვამს. ხან ვისთან ვხედავ და ხან ვისთან. მგონი შეყვარებულიც კი ჰყავდეს და ვიცი რომ არ მოვწონვარ. დასასვენებლად რამდენიმე ნაცნობთან ერთად წამოვედი და ვიცოდი რომ ესეც მოდიოდა, მაგრამ ვერაფერი გადამიწყვეტია. რამდენჯერ ვცადე მაგრამ ურთიერთობის დაწყება ვერ გავბედე. როცა მიყურებს თვალს მარიდებს და ცდილობს ჩემ ნერვებზე ითამაშოს. რომ ვხედავ ხშირად ენა პირში მივარდება და მიჭირს ვუთხრა რაიმე სათქმელიც კი. ყველაზე მეტად იმის მეშინია უარი რომ მითხრას. რომ ვიცი შანსი მაქვს ხალისი მემატება და ცხოვრების მუღამი მეძლევა. ცუდად კი არ გამიგო, მაგრამ მინდა იცოდე რომ ეს გოგო ჩემთვის ბევრს ნიშნავს".
ჯიგრულად გავუღიმე. აბა მე რაში შემიძლია დაგეხმარო, გასაგებია ყველაფერი-მეთქი, თუმცა ჩემგან ნურაფერს ითხოვ, შენ თვითონ ვერაფერი გაგიბედია-მეთქი. დილით ჩამოვედი რომ ჩაი დამელია და ცოტა მეჭამა. მეგობრებთან ერთად მივუჯექი მაგიდას და მალევე გუშინ გაცნობილი ის ორი გოგო შემოვიდა. ღიმილით მოუახლოვდა ორივე ჩვენს სუფრას და არც აციეს არც აცხელეს და თავზე წამოგვადგნენ. ღიმილით მივესალმე და ჩემი მეგობრებიც გავაცანი. სასრიალოდ გავდივართ და საღამოს შევხმიანდეთო და ყავის დასასხმელად გაემართნენ. გაოცებულებმა შემომხედეს ჩემმა მეგობრებმა. მეც მხრები ავიჩეჩე და არაფერი სერიოზული, გუშინ გავიცანი, ის კი არა დემონს შემადარეს ისე შეეშინდათ-მეთქი.
მოსაღამოვდა. იქ გაცნობილი გუშინდელი ჯეელი იმ დღეს არ მინახავს. გავედი საღამოს ტერასაზე და ამათაც (გოგოებს) თვალი შევავლე. ოღონდ მარტო არ ვიყავი. ჩემი ორი მეგობარი თან მახლდა. ღიმილით მივუახლოვდი. გარემო ინისლებოდა, მზე ჩადიოდა და ნისლს წითლად ანათებდა. ლურჯი ცის ნაწილი კი უჩვეულოდ ჩაშავებულიყო. მოკლედ რომანტიკულ-მისტიური გარემო იქმნებოდა. სასეირნოდ გავედით. ათას განსხვავებულ თემაზე დავიწყე საუბარი. მისი დაქალი და ჩემი მეგობრები დაახლოებით ორი-სამი ნაბიჯით ჩამოგვრჩნენ, ეს კი ხელით მკლავებში მწვდა, თავიდან ცოტა უცნაურად და ახლოს მიიზიდა, აი ისე თავს მხარზე დასადებად რომ ამზადებენ ხოლმე. არც არაფერი არ შემიმჩნევია. სასიამოვნოც კი იყო. შემდეგ მალევე დავბრუნდით და მე ისევ ბარს შევაფარე თავი.
დაგდა მომდევნო დღე. საოცრად თოვდა დილით. ვიჯექი სასტუმროს აივანზე. გარეთ ძაღლებს ასეირნებდნენ და სასიამოვნოდ ვაყოლებდი მათ თვალს. ქუდი ლამის თვალებამდე ჩამომეფხატა და ხელებიც ქურთუკში მქონდა ჩამალული და გარემოს ვუსმენდი. უკან ნაბიჯების ხმა მომესმა. არ მიმიხედავს, მაგრამ უცებ თვალები ხელთათმანებით დამეფარა. ვუთხარი თუ არა მისი სახელი მანაც გამიშვა ხელები და გვერდით მომიჯდა. შენი დაქალი სადღაა-მეთქი პირველი კითხვა ეს დავუსვი, რაზეც შევატყვე უსიამოვნოდ შეიშმუშნა. შემდეგ ხელით მხარზე დიდი ძმაკაცივით დამეყრდნო და ხომ ლამაზიაო მკითხა. შენსავით-მეთქი ვუპასუხე და თვალებში ჩავაშტერდი. მიყურა წამით, ოდნავ შეშინებულმა და უცებ თავი გააქნია. გამეღიმა. მივხვდი მოვწონდი. მეც მომეწონდა.
ტელეფონმა უსიამოვნო ზარის ხმა გამოუშვა. ამოვიღე. ზარი თბილისიდან იყო. ბევრი არაფერი არ მილაპარაკია, მაგრამ როცა ვსაუბრობდი ეს კეკლუცი ქალწულივით თოვლზე ცეკვავდა. თვალს არ ვაშორებდი. ამასობაში თავისი დაქალიც გამოვიდა, რაღაც უთხრა და გავიდნენ. როცა უკვე შესასვლელში იყვნენ დავუძახე. მითხარი შენ ნომერი და საღამოს შეგეხმიანები-მეთქი. ასეც მოიქცა.
დავურეკე. გავიარეთ. თოვლს არათუ გადაეღო, არამედ ცაზე ლურჯად ცა კრიალებდა კიდეც, აი ქარის შემდეგ რომ იცის ხოლმე. არ ბნელოდა ჯერ. ხელი ჩავკიდე. გაჩერდა. მეც გავჩერდი. არ მიღიმოდა. მისი მზერა ზემოთ-ქვემოთ სახის ნაკვთებზე გადამირბოდა. საკოცნელად გამოწია და ბუნებრივია არც მე დამიხანებია. შემდეგ ჩამეხუტა და ჩახუტებულმა მითხრა სიტყვა "მიყვარხარ". თოვლს ჩაშტერებულს წამით ამ სიტყვებმა დენივით დამიარა. არ მინდოდა მეთქვა იგივე მეც, რადგან ნამდვილად არ ვგრძნოდი ამას! ალბათ იფიქრებთ შეგეძლო უბრალოდ დაგეფრქვია სასიყვარულო სიტყვები, როგორც სიტყვის მარაგი, მაგრამ რატომ? რას მოიტანდა ეს კარგს? ტყუილი რომელიც არაფერ კარგს არ მოაქვს არასდროს უნდა ითქვას!
შუბლზე მაგრად ვაკოცე! ვუთხარი ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მინდა შენთან ურთიერთობა-მეთქი. "არ გიყვარვარ?!" - უემოციოდ, ცოტა აგდებულად მკითხა მკითხა, თან ბოლოში ასო "ა" გაწელა.
მინდა აქ განვსაზღვრო ჩემი მდგომარეობა და ტონი. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე იქ დასასვენებლად ვიყავი და არა რაიმე სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. მერე მეორეც, გოგო მართლაც ლამაზი და ხალისიანი იყო, მაგრამ მას ძალიან მიზერულად თუ ვიცნობდი, რადგან უმეტესად კითხვებს მისვამდა და მე ვლაპარაკობდი ხოლმე. მესამე კი ის არის, რომ რაღაც მისსავე არც გრძნობებში ვიყავი დარწმუნებული (და დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ მოვწონდი) და თან მასზე შეყვარებული ჯეელის სიტყვები მახსენდებოდა, სულ სხვადასხვა ბიჭებთან დადის და მე ზედაც არ მიყურებს, ალბათ შეყვარებულიც ჰყავსო. ამას დაემატა იმავე ყმაწვილკაცის სიტყვები: როცა იცის რომ მასთან ახლოს ვარ ცდილობს როგორმე ჩემ ნერვებზე ითამაშოსო. მე კი არ მინდოდა ვიღაცის გასამწარებლად მოქნეული სათამაშოს პოზიციაშში ყოფნა. რაც შეეხება ტონს: როცა ვუთხარი შენთან ურთიერთობა მინდა-მეთქი, ტონი მკაცრი და დამაჯერებელი მქონდა, ვიცოდი რასაც ვამბობდი და ვაგრძნობინებდი, რომ თუ ურთიერთობა მართლა უნდოდა მაშინ მეც მივესალმებოდი ამას!
მის ასე უემოციოდ დასმულ კითხვას მაქსიმალურად რბილად და თბილად ვუპასუხე:
"[მისი სახელი] გინდა გითხრა რომ მიყვარხარ?!"
ამაზე იმ წამსვე აიჭრა. ასეთი ცვლილება ადამიანში წიგნებში თუ წამიკითხავს ან ბავშვობაში ნანახ მულტფილმები თუ მინახავს. თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა. არც კი დამენახოო მომაძახა და გაქუსლა.
შესაძლო გაღიზიანებას მოველოდი, უფრო წყენას, მაგრამ ასეთ ნამდვილად არა. ვუყურებდი როგორ მტკიცედ აბიჯებდა თოვლში ფეხებს და სასტუმროსაკენ მიდიოდა. საერთოდაც მისი მხრიდან ყოველივეს ოდნავ ახირებად მივიჩნევდი.
მეორე დილას ავდექი და მეგობრებთან ერთად თბილისში გეგმიურად დავბრუნდი, როცა მანქანაში ვჯდებოდი სასტუმროს დათოვლილ აივანს შევხედე. იდგა და მიყურებდა. წამით გავჩერდი. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და თითით მივუთითე, რომ შეეძლო დაერეკა. ამაზე სასხვათაშორისოდ ჩაიღიმა. მანქანის სარკიდან უკან რამდენჯერმე გავიხედე და სანამ მეგობრის მანქანა თვალს არ მიეფარა, პატარა წერტილივით თეთრებში ჩაცმულს ვხედავდი როგორ მიყურებდა.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|