გიგი უგულავა: "ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში კიდევ რაღაც ბრალს წამიყენებენ"
12:37 21.03.2013
თბილისის მერის გიგი უგულავას ინფორმაციით, "მას უახლოეს პერიოდში ახალ ბრალს წაუყენებენ".
ამის შესახებ უგულავამ "პირველი რადიოს" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
"ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში კიდევ რაღაც ბრალს მიყენებენ. დაახლოებით, იგივეს, რაც აქამდე მაქვს წაყენებული, რასაც "თბილსსერვის" ჯგუფთან დაკავშირებით მედავებიან. არ დაახანებენ, თავად ეჩქარებთ. ეს პირველ რიგში, 19 აპრილს უკავშირდება, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ამ თარიღთან დაკავშირებით პანიკური შიში აქვს. პატარა მაღაზია არ დარჩენილა, სადაც უბნის ინსპექტორი არ მისულიყო და გამოეკითხათ, აპირებთ, თუ არა წასვლას, თუ დააპირებთ, ხომ იცით.
ჩვეულებრივად მოქმედებენ, როგორც საბჭოთა პერიოდში", - განაცხადა უგულავამ. (გაოცდა კაცი

)
ნათია რუხაძე
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=28963 This post has been edited by forumeli64 on 21 Mar 2013, 12:58
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...