ცხოველის ყოლა ხშირად სახლში სისუფთავის შენარჩუნებას ართულებს. ამის გამო, ზოგი ცხოველების ყოლისგან ტავს იკავებს, ზოგი კი ამაზე წინასწარ არ ფიქრობს და უკვე სახლში მოყვანილ ცხოველს გარეთ აგდებს. ზოგი უბრალოდ ძალიან ბევრს ალაგებს და ყოველდღიურად ოჯახის წევრების წუწუნს ისმენს.
გამოცდილ მფლობელებს აქვთ გამომუშავებული სწრაფი და იოლი დალაგების მეთოდები, რომლებიც, ალბათ, სხვებსაც გამოადგებოდა.
******************
ჩემი გენიალური აღმოჩენა:
სარეცხის საშრობი მანქანა!
ეს არის სარეცხი მანქანის მსგავსი დანადგარი, რომელშიც გარეცხილი ნივთები იყრება და საშუალოდ 20 წუთში მშრალია.
ეხლა რა კავშირშია ეს ცხოველებთან:
მანქანა ტანსაცმელს ჰაერის ნაკადით აშრობს. ნამუშევარი ჰაერი გადის ფილტრში, და მას მიყვება ქსოვილზე მოდებული წვრილი ნაწილაკები, მათ შორის
ბეწვი. მშრალი ტანსაცმელი გასუფთავებული გამოდის, დაგროვილი ბეწვი კი ქეჩასავით გროვდება ფილტრზე, და იოლად იბერტყება გამოყენების შემდეგ.
რაც ეს მანქანა დავდგით, სახლში ტანსაცმლის, გადასაფარებლების, "ჩუსტების" და ავეჯის გადასაკრავების წმენდა ხელით, ჯაგრისებით და სკოჩით სამუდამოდ დამთავრდა.
ყველას გირჩევთ