ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია ჩატარდა
14:37 23.03.2013
პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც "ქართული ოცნების" რუსთავის აქტივისტებმა ჩაატარეს.
" ქართული ოცნების" წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სახლთან პარტიიდან გარიცხული რამდენიმე ადამიანის დაბრუნებასა და რუსთავში ჩატარებული პარტიული ყრილობის ლეგიტიმაციას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნაც ჰქონდათ, მაგრამ მათ პრემიერის ნაცვლად მისი წარმომადგენელი ზვიად ჭოხონელიძე გაესაუბრა.
http://www.newposts.ge/sazogadoeba/9837-iv...a-gaimarta.html
This post has been edited by The13thFloor on 23 Mar 2013, 22:10