1. რუსეთის მომღერლების და სხვა ხელოვანი ხალხის ჩამოყვანა არის გამიზნულად განხორციელებული და შეიძლება ითქვას ფსიქოლოგიურად კარგად მოფიქრებული
ახლა წარმოიდგინეთ რაც უფრო მეტი რუსი მომღერალი ჩამოვა ან სხვა ხელოვანი და მაგათთან გვექნება ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთობები მით უფრო ხალხი დაბოლდება მათი კეთილგანწყობით ჩვენდამი და ჩვენც წამოვეგებით მაგ ანკესს
მიზანი: რაც შეიძლება მალე ქართველი ერის იმ ნაწილის რომელიც დღესაც ფიქრობს რუსეთი ჯობია თუ ევროპა - მათვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს ასეთი სიტუაცია
ეს არის შორს გამიზნული და კარგად დადგმული მანევრი
რომ ხალხს 2008 წლის ოკუპაცია და სხვა ვერაგობები რაც რუსეთმა ჩაიდინა გადაავიწყდეს და ხალხმა ისევ დაიწყოს იმაზე ფიქრი რომ ის ომი არაქვეყნებს შორის იყო არამედ ზოგიერთი მართველის ახირება- პატრიაქის სიტყვაც ამაზე მიუთითებს - სწორია თუ მართალი ეს თქვენ განსაჯეთ
ამით იკნინება ჟენევის პროცესი რაც საბოლოოდ ფიასკოთი დასრულდება - ესაა მათი მიზანი
ევროპა ნახავს რომ საქართველოს თურმე ერთი-ერთზეც შეუძლია რუსეთთან ურთიერთობა და მიგვატოვებს
2. რუსეთის ინტერესში საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის (კონკურენტის) მოსპობა
მითუმეტეს როდესაც ევროპაში რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ და მგონი იპოვეს კიდეც - მაშ რუსეთს სხვა რა ბერკეტები აქვს ევროპაზე - ერთ-ერთი არის სატრანზიტო მარშრული ხოლო ამის ამერიკელების ან ევროპელების ხელში ჩაგდება მათვის არის დამღუპველი
მით უმეტესს როდესაც ბოლო წლებში ძაან გააქტიურდა ნატო- საქართველოს კომისიები და თვეები არ გავიდოდა რომ ბათუმუის პორტში ნატოს და ამერიკის ხომალდებს არ ემოძრავათ
3. საქართველო რუსეთის მოლაპარაკებებში აბაშიძე აწყობთ ორივე მხარეს და ეს წინასწარ იყო გაცხადებული
აბაშიძე პირდაპირ ვერ მივა რუსეთის საელჩოში და დირექტივებს ვერ მიიღებს ამიტომაც ხდება სხვა და სხვა ქვეყნებში მათი კონსპირაციული შეხვედრა და ხდება სამოქმედო გეგმების გაწერა
გუშინდელი შეხვედრაც იმით დამთავრდა რომ 2 თვეში შეხვდებიან
ის 2 თვე გამოდის აპრილის ბოლო როდესაც უკვე გარკვეული იქნება თუ რას აპირებს და რა შეუძლია პრეზიდენტს
თუ ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც ოცნებას და რუსეთს აქვთ გაწერილი მაშინ აპრილში ისენი მიიღებენ ახალ სამოქმედო გეგმას რაც მიზნათ ისახავს საქართველოს დსთ-ში და შემდგომ კი იმის აგიტაცია და პროპაგანდა ყველა სამთავრობო არხზე თუ რა კაია საბაჟო კავშირში და მომავალ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება
მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ რუსეთი დღეს არ ფიქრობს საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას - ხოლო ბიძინას მთავრობა კი ამის ყველაზე კაი საშუალებაა და ამის არ გამოყენება რუსეთისთვის იქნება უბრალოდ სიდებილე
ასეთი შანსი შეიძლება კიდე 100 წლის განმავლობაში არ მიეცეთ მათ მით უმეტესს როდესაც საქართველოს ცუდად თუ კარგად უფრო უკეთ იცნობენ ევროპაში როგორც ცივილიზებულ ერს რაც უფრო გვაახლოვებს ცივილიზებულ სამყაროსთან და გვაშორებს რუსეთს - რუსეთში ამას მშვენივრად ხვდებიან და ამ შანს არ გაუშვებენ ხელიდან - მოჩვენებითი "პრიანიკის" გამოყენებით
მომხსენით 100% ვორნი