მე დავიწყებ კაცური რჩევებით და ქალებიც შემოგვეშველებიან ალბათ:
1. ჰიგიენას მიხედეთ - ტანი დაიბანეთ, თმები დაივარცხნეთ, ყურები გამოიწმინდეთ, ცხვირი გაისუფთავეთ, სუფთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვით.
2. ქალიც ადამიანია და მისი აზრი და სურვილებიც უნდა გაითვალისწინოთ - ეს გაითავისეთ.
3. გოგოს მოსაპოვებლად მისი დამცირების და დამონების სტრატეგია არის დიბილიზმი.
4. შეეცადეთ იყოთ ორიგინალურები (რამე ნიშა მოძებნეთ საამისოდ).
5. ვიდრე მოდელების გარეგნობის გოგოებზე დაიწყებთ ოცნებას, ჯერ საკუთარი თავი და შესაძლებლობები შეაფასეთ რეალურად, თორემ კრახს განიცდით ცხოვრებაში და დარჩებით სახტად.
6. იყავით ზრდილობიანები და ნაკლებად აგრესიულები გოგოს მიმართ. ისწავლეთ ადამიან ურად უარის მიღება გოგოსგან, გაპათოლოგებების და დაბოღმვის გარეშე.
7. იუმორის გრძნობა იქონიეთ (მაგრამ თუ ნიჭი არ გაქვს ბუნებრივად ამისი, მაშინ არ ვიცი, როგორ უნდა გამოასწოროთ ეს).
This post has been edited by Aaron on 2 Apr 2013, 17:20
ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას -კიბე, ზღვას - ხიდი და ადამიანს – სამართალი...