მოგესალმებით,
მოკლედ, მინდა ერთიანობაში წარმოვიდგინო მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების პროცესი. თუ დამეხმარებით ამაში კარგი იქნება.

ეს მოიცავს იმ საკითხებს, თუ რა ფორმით შეიძლება დაიდოს ავტომობილის გასხვისების ხელშეკრულება. სავალდებულოა თუ არა ამ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, ნოტარიულად დამოწმება და ა.შ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მუხლი 11.
მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც შეიძლება გასცეს:
ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცვხო ბარათი, ერთობლივი განცხადება (დანართი №1);
ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);
გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი);
ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა);
ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში);
ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი);
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ);
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ“);
კ) სასამართლო აღმასრულებელმა (განკარგულება).
ესეიგი თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას ფიზიკური პირები ხელშეკრულებას წერილობით გააფორმებინებენ და ნოტარიუსს დაამოწმებინებენ, საკუთრების უფლება გადადის ამ მომენტიდან, სხვა ფორმით ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი საკუთრების უფლების გადასვლისთვის სავალდებულოა მომსახურების სააგენტოსადმი ერთობლივი განაცხადით მიმართვა?
საინტერესოა როგორ ამოიხსნება ეს შემთხვევა:
დავუშვათ მე ჟორას წერილობითი ხელშეკრულების დადების ფორმით მივყიდე მანქანა, მაგრამ არ გადამიფორმებია მასზე. მას შემდეგ გავიდა 3 წელი და მან მიჰყიდა მანქანა გიორგის, რომელსაც უნდა გადაფორმება. რა უნდა ქნან ამ შემთხვევაში?
This post has been edited by lasha_mrisxane on 23 Mar 2013, 00:07