არ მეგონა თუთბერიძეზე თემას თუ გავხსნიდი , მაგრამ ყველაფერი ხდება ამ ცოდვილ დედამიწაზე. ნახეთ რას წერს :
უფლებადამცველი ყოფილ მაღალჩინოსან ბაჩო ახალაიასაც მიმართავს და აცხადებს, რომ ის ციხის გარეთაც და ციხეშიც კაცი იყო.
„გარეთ მყოფიც კაცი იყავი და ციხეში მყოფიც კაცი ხარ! ბევრი იმ შენი თანაგუნდელისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად ხმას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტში!“,- წერს თუთბერიძე.
სრულად:
http://news.ge/ge/news/story/49749-tutberi...fits-katsi-khar"თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე საკუთარ „ფეისბუკში“ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:
„ივანიშვილო, ალასანია, წულუკიანო, კბილაშვილო და დანარჩენებო - თქვენ აქედანვე უნდა იცოდეთ, რომ სამარცხვინო ფურცელი იქნებით ჩვენი ქვეყნის ისტორიისა!“,- წერს თუთბერძე და აცხადებს, რომ გავა წლები და ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე, მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი მოადგილე პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე და სხვები, ისტორიაში შევლენ როგორც ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტები და გმირები.
თუთბერძის თქმით, ამ ადამიანების სასამართლო პროცესების შესახებ ისტორიას თაობები ისწავლიან.
„ მე ვამაყობ ყველა თქვენგანით და ვამაყობ იმით, რომ ჩემს ქვეყანას თქვენისთანა ღირსეული შვილები ჰყავს! ამავე დროს ვწუხვარ, რომ მომავალი თაობები, იმავე ისტორიის ფურცლებიდან გაიცნობენ იმ ადამიანებს, რომლებიც გმირებს იჭერდნენ, ხოლო კრიმინალებს, მკვლელებს, ყაჩაღებს, კანონიერ ქურდებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს და სამშობლოს მოღალატეებს ციხიდან უშვებდნენ!“,- აცხადებს თუთბერიძე.
უფლებადამცველი ყოფილ მაღალჩინოსან ბაჩო ახალაიასაც მიმართავს და აცხადებს, რომ ის ციხის გარეთაც და ციხეშიც კაცი იყო.
„გარეთ მყოფიც კაცი იყავი და ციხეში მყოფიც კაცი ხარ! ბევრი იმ შენი თანაგუნდელისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად ხმას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტში!“,- წერს თუთბერიძე.
This post has been edited by maxvili on 23 Mar 2013, 18:11