#35746397 · 25 Mar 2013, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სანამ ჩვენ აქ ერთმანეთს ვჭამთ,მინდა გკითხოთ ჩვენი პარლამენტარების შესახებ. იმსახურებენ ისინი ამ ყველაფერს?
მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები 1. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას. 2. პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი.
6. პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 22. სახელმწიფო დაზღვევა სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. სამედიცინო მომსახურება პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა. იგი უზრუნველყოფილია სპეციალური სამედიცინო მომსახურებით, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.
4. პარლამენტის წევრის საბინაო უზრუნველყოფის საკითხები წყდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დაღუპული იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე. 2. პარლამენტის წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში, ეძლევა დახმარება: ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას - 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას - 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
--------------------
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif
|