http://www.newposts.ge/sazogadoeba/9854-pr...dzebneboda.htmlბილისის ახალი პროკურორის მეუღლე 1995 წლის ტერაქტის შემდეგ იძებნებოდა
18:06 23.03.2013
თბილისის პროკურორად ახლადდანიშნული მაია მწარიაშვილის მეუღლე ვლადიმირ ომარის-ძე კიკნაძე ედ. შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შემდეგ იძებნებოდა.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" ძალოვნებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. ინფორმაციის თანახმად, 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი ტერორისტული აქტის შემდეგ ქვეყნიდან გასული ვლადიმირ კიკნაძე იძებნებოდა.
ტერაქტამდე იგი ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის წევრიც იყო. წყაროს ცნობით, ვლადიმირ კიკნაძე იგორ გიორგაძესთან დაახლოებული პირია და 1995 წელს, ტერაქტის შემდეგ, უკრაინას აფარებდა თავს, სადაც პირველად დაქორწინდა. უკრაინელი მეუღლისგან მას შვილიც ჰყავს.
მოგვიანებით, 2000-იანი წლების დასაწყისში ვლ. კიკნაძეს ძებნილის სტატუსი გააუქმდა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა და მაია მწარიაშვილზე დაქორწინდა. დაქორწინებამდე წყვილი მეგობრობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნა სწორედ მაია მწარიაშვილის ნაცნობთა წრის გავლენის შედეგია.