
მოკლედ და კონკრეტულად სულ რაღაც გუშინ აღმოვაჩინე ეს სერიალი, დამაინტერესა რამოდენიმე მსახიობი რომელიც ამ სერიალში თამაშობს ძალიან მიყვარს და ვიფიქრე ვნახოთ რა სერიალი გამოვიდა თქო, თან ძალიან მაღალი შეფასებები აქვს, ხოოოოდააა ჯერაც ვერ მოვწყდი ამ სერიალს, სულ სამი სეზონია ჯერ გამოსული (მესამე ბოლომდე არ არის, თანდათან გამოდის), მაგრამ სერიალი ისეთია რომ ძალიან ჩაგითრევს

მოკლედ მიმოხილვას გავაკეთებ და ყველას ვისაც უყვარს დრამა, კომედია, ოჯახური სერიალები ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, ერთ დიდ ოჯახზეა რომელიც ისე შეგიყვარდებათ, რომ აუცილებლად მოგინდებათ გახდეთ მათი ოჯახის წევრი

Brothers & Sisters არის ამერიკული დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ფოკუსირებულია ვოლკერების ოჯახზე და მათ ცხოვრებაზე ლოს ანჯელესში.
ოჯახი შედგება: დედა-მამა, 5 შვილი (3 ძმა და 2 და) და ბიძისგან.
სერიალის პრემიერა შედგა 2006 წელს და იგი დღემდე გრძელდება.
დედა (Sally Field - ყველაზე ცნობილი ალბათ თქვენთვის მისის დაუბტფაირიდან) - ნორა ყველაზე მთავარია ვოკლერების ოჯახში. მას ყავს 5 შვილი: სარა, კიტი, ტომი, კევინი და ჯასტინი. ყავს ძმა საული. მას აქვს რთული ურთიერთობა დედასთან, იდასთან.
კიტი (Calista Flockhart - იგი ცნობილი გახდა სერიალიდან ელი მაკბილი და აგრეთვე იგი დიდი ხანია ითვლება ჰარისონ ფორდის საცოლედ) - კიტი ვოლკერების ოჯახში სარას შემდეგ ყველაზე უფროსია. კიტის კონსერვატიულ შეხედულებებს მხოლოდ მამიმისი და მისი ძმა ტომი იზიარებენ. კიტი რესპუბლიკელია და ამის გამო ხშირად მოსდის კამათი დედასთან, ნორასთან, რომელიც არის ლიბერალი. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მისი სასიყვარულო ურთიერთობები არც ისე კარგად მიდის.
სარა (Rachel Griffiths - ცნობილი გახდა ფილმიდან Me Myself I ) - სარა ყველაზე უფროსია ვოლკერებიდან. ბიზნესვუმანი და ორი შვილის დედა. იგი მამამისის კომპანიას ოჯაი ფუდს ჩაუდგება სათავეში.
ტომი (Balthazar Getty - "Charmed", Ladder 49) - ტომი რიგით მესამე შვილია ვოლკერების. ტომის ყავს ცოლი ჯულია ვოლკერი და მუშაობს მამამისთან და ბიძასთან სოლთან ოჯაი ფუდში.
ჯასტინი (Dave Annable - Little Black Book) - ჯასტინი ყველაზე პატარაა ვოლკერებს შორის და ამიტომაც ხშირად მშობლების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. როდესაც იგი თინეიჯერი იყო მისმა მეგობარმა ტაკერ ბუთმა მას ნარკოტიკები გაასინჯა. 11 სექტემბრის შემდეგ იგი არმიას შეუერთდება და სახლში დაბრუნებული პოსტ ტრავმატულ სტრეს განიცდის, რაც მას კვლავ ნარკოტიკებზე დამოკიდებულს ხდის.
საული (Saul Holden - ჯაშუშში იგი არვინ სლონის როლს ასრულებდა) - საული ნორას ძმაა და მუშაობს ოჯაი ფუდში, ოჯახუ ბიზნესში. იგი 60 წლისაა და არასდროს ყოფილა დაქოწინებული.
კევინი (Matthew Rhys - Whatever Happened to Harold Smith?) - კევინი არის 35 წლის გეი ადვოკატი. იგი მეოთხე შვილია ვოლკერების. კევინს პირველი სექსუალური ურთიერთობა ქონდა გოგოსთან, მაგრამ შემდეგ წელს მას სექსი ქონდა ბიჭთან, ტაკერ ბუთან.
რებეკა (Emily VanCamp - ცნობილი გახდა სერიალით "Everwood) - რებეკა არის უილიამ ვოლკერის (მამა) საყვარლის ჰოლი ჰარპერის შვილი.
ჰოლი (Patricia Wettig - ალბათ ყველას გახსოვთ"Prison Break"-იდან. იგი ვიცე პრეზიდენტის როლში იყო ) - ჰოლი ვილიამ ვოლკერის საყვარელია.
მოკლედ ერთი შეხედვით თითქოსდა ნორმალური ოჯახი სინამდვილეში არანორმალურია

უყურეთ ამ სერიალს და დარწმუნებული ვარ არ ინანებთ, ძალიან გაერთობით და გამხიარულდებით, ხანდახან კი შეიძლება იტიროთ კიდევაც
ლინკი საიდანაც შეგიძლიათ პირველი სეზონი გადმოწეროთ:
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=860415 ინგლისური და რუსულია თქვენთვითონ აირჩევთ რომელი ენა გინდათ
ეხლა კი სურათებსაც დავდებ
ჯასტინი
კიტი
სარა
ჰოლი
ჯულია (ტომის ცოლი)
საული
ტომი
რებეკა
ნორა
კევინი



მოკლედ ENJOY!!!
This post has been edited by takushka on 15 Nov 2008, 03:25