პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გამოვლინდნენ
პარასკევი, 22 მარტი 2013 20:27
მიხეილ სააკაშვილიმშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის შედეგად გამარჯვებული ორგანიზაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ინსტიტუტის ინფორმაციით, კონკურში მონაწილეობა მიიღო 88 ორგანიზაციამ, საიდანაც 12 პროექტი დაფინანსდა.
გრანტი მიიღეს:
1. ქვემო ქართლის პრესა - KKPRESS. პროექტის სათაური: „ადგილობრივი მედია ქვემო ქართლისრეგიონის საზოგადოებრივ‐პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისათვის“.
2. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი. პროექტის სათაური: „სამოქალაქო საზოგადოებისფოკუს‐ჯგუფში ჩართულობა კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში“.
3. ჩვენი თავისუფლება. პროექტის სათაური: „ჩვენი თავისუფლება“
4. არტარეა TV 2.0. პროექტის სათაური: „დათო ტურაშვილისღია საქართველო“.
5. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი. პროექტის სათაური: „დებატები ცვლილებებისთვის“.
6. საზოგადოება „ბილიკი“. პროექტის სათაური: „თანადგომა“.
7. სამოქალაქო ინიციატივა ‐ საზოგადოებისჯანმრთელობისთვის. პროექტის სათაური: „მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება“.
8. საქართველოს სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტი. პროექტის სათაური: „კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივები (საჯარო დისკუსიების/განხილვების სერია)“.
9. კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პროექტის სათაური: „აგორა“.
10. კავშირი „იმედი“. პროექტის სათაური: „თვითმმართველობა ‐ ეს ჩვენ ვართ“.
11. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი. პროექტის სათაური:
„2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი“.
12. სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი. პროექტის სათაური:
„მე, რეპორტიორი რეგიონში“.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ინფორმაციით, მომდევნო კონკურსი 1 აპრილიდან გამოცხადდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მისივე სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროგრამით დაფინანსებისთვის. ბრძანებულება სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებდა ამ პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევას კონკურსის საფუძველზე. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებით: ნინო კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე), ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი) და ნატალია ყანჩელი. კომისიამ გრანტების გასაცემად 2 ორგანიზაცია შეარჩია: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი.
http://ick.ge/articles/13895-i.htmlვინ ვინ არის აპა განვიხილოთ
მეთორმეტე ვიცით და ტურაშვილი
This post has been edited by SPLIYVI on 24 Mar 2013, 00:02