აუ კლიფზე ცალკე ფილმის გადაღება შეიძლება - ნეტა ეგ გააკეთოს მეათე ფილმად...
ჯერ ხო ომის გმირია და მთელი ამბები და ერთი ეგეთი ისტორიაა - იტალიელ მაფიოზებს რომ დაადუღებს რესტორანში..
მოკლედ ერთი ნაშა დაევასება კლიფს და რესტორანში დაპატიჟებს, ხოდა აღმოჩნდება რომ ეს ნაშა ვიღაც იტალიელი მაფიის ბოსის
საკუთრებაა და მოადგებიან კასტუმიანი ტიპები.. კლიფი ამ ნაშას ეტყვის ცოტა ხნით ტუალეტში გადიო და როგორც კი ეს გავა, ეგრევე
ესენი მიუჯდებიან და იტალიურად შეულაგებენ, რამდენს ბედავ და მთელი ამბები.. უსმენს კლიფი და მერე უცებ თესლად ჩაიცინებს (
მხოლოდ ბრედ პიტს რომ შეუძლია თესლად ჩაცინება ისე, ბრიუს ლიზე როგორც ჩაიცინებს მაგალითად

), ხოდა ეკითხება:
-თქვენი აზრით რამდენი იტალიელი მყავს მოკლულიო..
ესენი გამოყლევდებიან და დაიძაბებიან უცებ.. - მაინც რამდენიო..
-სიცილიაში რომ გადაგვსვეს, რეგისტრირებულად მინიმუმ 20-30 სიცილიელ ნაბიჭვარს გამოვუყვანე წირვა და რაც რეგისტრირებული არ არის
მინიმუმ 5 იმდენიო..

ხოდა ახლა რომ ომის გმირმა ჯიბიდან რევოლვერი ამოვიღო, ორივეს დაგახალოთ და ჩაგაძაღლოთ, დამიჯერეთ პოლიცია
კი არ დამიჭერს, არამედ როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს და ფსიქიკა შერყეულს - შეიძლება მადლობის სიგელიც კი მომცენ ორი სუნიანი
იტალიელი მაფიოზი რომ მივაკალიო...

ესენი კიდევ უფრო გამოყლევდებიან და ეგრევე მუქარაზე გადადიან, კაროჩე დანძრეული გაქვსო..
კლიფი ამჯერად უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე იღებს რევოლვერს, თითო-თითო გასროლას აკეთებს და შემდეგ კანტროლკებს ახლის, სალფეთქით პირს
იწმენდს და ბარიდან გადის
თავს თუ არ ვცდები ჰქვია -> How Cliff Got Away With The Murder Of Two Italian Mobsters
პს ეს როგორ არ ჩასვა ფილმში მიკვირს....
