საქართველოში პრობლემაა ისიც, რომ დამქირავებლები დაქირავებულთან ერთთვიან ხელშეკრულებას აფორმებენ. საია-ს ინფორმაციით, ხელშეკრულების ფორმის თავისუფლების პრინციპი, როგორც წესი, მოქმედებს ევროპის ქვეყნების შრომის სამართალშიც, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში უვადო ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია განაპირობებს წერილობითი ფორმის აუცილებლობას ვადიანი და შეთავსებითი შრომითი ხელშეკრულებებისათვის.
ვადიანი ხელშეკრულება წყდება მისი ვადის ამოწურვით, შესაბამისად, დასაქმებული, ვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ნაკლებადაა დაცული. დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულთან ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში დადოს მოკლევადიანი ხელშეკრულებები, რათა გვერდი აუაროს კანონმდებლობით დადგენილ დაცვით ნორმებს, ხელშეკრულების მოშლის წესსა და შეზღუდვებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულისაგან დასაქმებულის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებული, როგორც პიროვნულად, ისე ეკონომიკურად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დამსაქმებელზე. საია-ში მიიჩნევენ, რომ ამ პრინციპის გათვალისწინებით, სრულიად გაუმართლებელია შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების იმგვარად განმარტება, რომ დამსაქმებელს მიენიჭოს შრომის ხელშეკრულების მოშლის უფლება ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. სპეციალისტების განცხადებით, სამართლებრივად წარმოუდგენელია, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევამ “ავტომატურად” გამოიწვიოს ხელშეკრულების შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ დაქირავებულთა შრომითი უფლებებით მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციები არ ინტერესდებიან. საერთაშორისო ინსტიტუტებიც ხშირად აკრიტიკებენ ქართული კანონმდებლობის აღნიშნულ ასპექტს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გაი რიდერის შეფასებით, ქართული შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა.
http://24saati.ge/index.php/category/busin...012-10-13/32794
Ещё не было ни одной волны терроризма чтобы она не поднималась в ситуации когда население против которого обращен террор тоже уже подготовлено к этому.Если мы хотим с ним бороться то мы должны искать не кретинов в горах,а бороться с собственными жалкими, пассивными, трусливыми штампами реакций © А П