ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა
, რომ ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სისხლის სუნზე უდგება და თუ მას პოლიტიკური სურნელიც თან ერთვის ფალოსი უფრო მეტად იზრდება , მაგრდება და მზადაა ყველანაირი „აპკობრივი დაბრკოლების“ გადასალახად. ეს რომ მართლა ასეა 2012 წლის ციხის მოვლენებმაც დაამტკიცა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თითქმის დემორალიზაციით და ქართული ოცნების გამარჯვებით დამთავრდა. რას ვიზავთ ძნელია 9 წელი ერთ პარტნიორთან ჟიმაობა და ახალი სულიერი თუ ფიზიკური „ხორცის“ მოსაპოვებლად მრავალნაირ ავანტურაზე გვიწევს წასვლა.
ერთად აღებულ სისხლისა და პოლიტიკის სუნზე, რომ გვიდგება ეს ცხადია, მაგრამ მაშინ რა ხდება, როცა პოლიტიკის საამო სურნელს სიღარიბის და შიმშილის აყროლებული სუნი ჩაანაცვლებს?! ამ დროს ფალოსი მოწყენილია, მას გულთან ახლოს მიაქვს სხვისი გასაჭირი, გაგებითაც კი ეკიდება, მაგრამ არ უდგება ამ სიღარიბისა და შიმშილის აყროლებულ სუნზე ისე, როგორც პოლიტიკის „ნაზ სურნელებაზე“.
ახლა კი მოკლედ იმაზე თუ რატომ არის ასე…
საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც „ციხის კადრების“ ნახვის მერე ქუჩაში გამოვიდა და აღშფოთებული მოითხოვდა (მეც მოვითხოვდი) მთავრობის კონკრეტულ წევრთა გადადგომას და გასამართლებას, ციხეში მოხვედრა, „ტრაკში ცოცხი“ და მის წინააღმდეგ აღძრული „სამართლებრივი დევნა“ უფრო მარტივ საქმედ მიაჩნდა და ალბათ ახლაც მიაჩნია, ვიდრე იმის წარმოდგენა, რომ ხვალ შეიძლება შიმშილით მოკვდეს და სხვისი ხელისშემყურე გახდეს. ეს ხომ საქართველოა და ჩვენც იმას გავურბივართ რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ რატომ შეიძლება აღმოვჩნდეთ ციხეში და რის საფუძველზე ეს რა საკითხავია! ჩვენთან ხომ კანონი და კონსტიტუცია მეტწილად მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი „დამოუკიდებლობის ლოცვაა“ და მეტი არაფერი. ამიტომაა რომ ადამიანებს ციხეში მოხვედრის ალბათობა უფრო „მისაღებად“ მიაჩნიათ, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრება.
რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ამ დღეების განმავლობაში ინტერნეტ გამოცემებთან ვერბალურ-ელექტრონული სექსით იყვნენ დაკავებულნი და იმ ადამიანებს აკრიტიკებდნენ ვინც გოგიტა აბაშიძის შიმშილით გარდაცვალების მერე ქუჩაში გამოვიდნენ და რომლებიც მანამდეც ხშირად მდგარან მსგავს საპროტესტო აქციებზე გეტყვით, რომ მე პირადად ერთხელაც არ დამირეკავს ტელეფონით და არ გადამირიცხავს რომელიმე საქველმოქმედო ფონდში, არც ტანსაცმლით და საკვებით დავხმარებივარ გაჭირვებულებს (იმტომ, რომ არ მაქვს ამის შესაძლებლობა), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაქვს უფლება ქუჩის აქციაზე გამოვიდე და ჩემი აზრი დავაფიქსირო!
ბოლოს კი ვისაც გაინტერესებთ თვეში დაახლოებით 60 ლარს ვხარჯავ სიგარეტზე და ლაბათ ამდენივეს იაფფასიან ალკოჰოლზე, ხშირად დავდივარ ფეხით და თითქმის არასდროს ვიღებ ბილეთს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თუ ვინმეს გგონიათ, რომ სიგარეტი აღარ უნდა მოვწიო, ალკოჰოლი აღარ დავლიო და სხვა გაჭირვებულებს დავეხმარო, მაპატიეთ და თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?!
ასე რომ ვისაც რა ფორმით შეუძლია ისე დაეხმაროს სხვას და არავის აქვს უფლება უსმართლოდ ლანძღოს და აკრიტიკოს ეს ხალხი!
ყველა ცოცხი თავისებურად გვის!
გეგა აბულაძე მღვდელიhttp://geolabyrinth.wordpress.com/2013/03/...83%94%E1%83%9A/
This post has been edited by LucasArt on 26 Mar 2013, 01:09