განყოფილებებში "პროგრამები" და "კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი" ბევრი თემა იხნსება, რომელშიც ერთმანეთს უზიარებს ხალხი გამოცდილებას: როგორ შეანელო "პრემიერში" მოძრაობა, ან კიდევ, სამგანზომილებიანი ფიგურები როგორ შექმნა "აფტერ ეფექტსით", მაგრამ რა უნდა ქნას კაცმა, თუ საცდელ ვერსიას ვადა გაუვიდა და უბრალოდ, ვეღარ სარგებლობს პროგრამით.
აი, მაგალითად, Adobe Premiere Pro CS6 მქონდა, ბედნიერი ვიყავი კაცი.

ახლა კი მიწერს Sign In Required და აღარ მიშვებს პროგრამაში.
ავდექი და წავშალე, ხელახლა დავაყენე, მაინც არაფერი შველის. ერთი-ორჯერ შეხვალ (თუ, საერთოდ, შეგიშვა) და მერე ისევ წაშლა და ახლიდან დაინსტალირება მიწევს!
ვეღარც "აუდიშენით" ვსარგებლობ, იმასაც ვადა გაუვიდა.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ (საშვილიშვილოდ, რომ იტყვიან

) დააყენოს "ედობის" პროგრამები?
This post has been edited by varisvincvar on 26 Mar 2013, 22:39