http://www.newposts.ge/sporti/9838-qecbaia...gaagiziana.htmlჟურნალისტი ქეცბაიას: "რა გაცინებთ?"; "წაგებით ხართ კმაყოფილი?"; "გადადგებით?"(ვიდეო) 
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია საფრანგეთთან თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვებმა გააღიზიანა.
ქეცბაია: ძალიან მძიმე თამაში იყო, შეიძლება ითქვას, მე კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, რაც შეეხება პირველ ტაიმს, სამწუხარო იყო, რომ გოლი ბოლო მომენტში გავუშვით.
ჟურნალისტი: წაგებაზე ჩამოსვლით ხართ კმაყოფილი?
ქეცბაია: ვინ თქვა, რომ წაგებაზე ვარ კმაყოფილი? კმაყოფილი ვარ ბიჭების მონდომებით. თქვენ კარგად არ გესმით, ეტყობა.
ჟურნალისტი: გუშინ მე ვკითხე დეშამს გადადგებოდა თუ არა. აი , თქვენ გადადგებით თუ არა?
ქეცბაია: (იცინის).
ჟურნალისტი: სასაცილოა თქვენი მდგომარეობა?
ქეცბაია: სასაცილო არაა, მაგრამ თქვენნაირი ჟურნალისტები რომ გვყავს ამიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია...
რა გინდა რომ გითხრა, რა ბევრჯერ ჩამოვსულვართ და მოგვიგია საფრანგეთში? ან კიდო ბევრ გუნდს მოუგია საფრანგეთში?