თენგიზ კიტოვანი: ჯაბა მოიშორა ქალმა! ქალი ჰყავდა ერთი, რომელმაც წამლები ასვა და სისხლი ჩაუქცია ტვინში...
ვესაუბრებით რუსეთში მყოფ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს:
- გადავწყვიტე, დამერეკა და ის სათქმელი, რაც ამდენი ხანია, გულში მაქვს, გითხრათ...
- ბრძანეთ, ბატონო თენგიზ...
- მზად ვარ, მივცე ჩვენება საქართველოს მთავარ პროკურატურას იმ მკვლელობებზე, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა საქართველოში!
- რომელ მკვლელობებს გულისხმობთ, ბატონო თენგიზ?
- გია გულუას, ჯაბა იოსელიანის, თამაზ ნინუას და სხვათა მკვლელობებს...
- ბრძანეთ, რისი თქმაც გსურთ...
- გია გულუას მოკვლა და მოშორება ედუარდ შევარდნაძემ დაავალა ჯაბა იოსელიანს!
- რატომ? როგორც ამბობენ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან თუ დევნასთან გულუასაც ჰქონია შეხება და...
- დიახ, დიახ... და არა მხოლოდ მაგის გამო... მას საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და მოიშორეს! მეტიც: უშიშროების ყოფილ მინისტრს თამაზ ნინუას წამოსცდა, მე ვიცი, როგორც მოკლეს ჟვანიაო და ამის თქმა არ აპატიეს! დააკლეს ზედ! რატომ არ იძიებენ ამ საქმეს? ცოლიც მოკლეს და თავად თამაზიც!
- სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, ბატონო თენგიზ...
- შევარდნაძეს რომ დაესხნენ ვითომ და ააფეთქეს, მაგარი სპექტაკლი იყო დადგმული, რათა იგორ გიორგაძე მოეშორებინათ და კარგადაც გამოუვიდათ. ჯაბაც და მთელი "მხედრიონიც" მიაყოლეს ზედ მაშინ. ესეც შევარდნაძის დადგმული სპექტაკლი იყო. ამით გაწმინდა შევარდნაძემ მთელი თავისი გარემოცვა. 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის, შოთა კვირაიას და ავთო იოსელიანის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, რათა იგორ გიორგაძე მოეშორებინათ თავიდან! მეტსაც გეტყვით: ეს ყველაფერი გარკვეულ კავშირშია ზვიად გამსახურდიას მკველობასთან, რადგან ერთადერთი, ვინც წინააღმდეგი იყო გამსახურდიას ლიკვიდაციის, გახლდათ იგორ გიორგაძე.
- ერთი წუთით, ბატონო თენგიზ... თქვენ ახლა, ჟარგონით თუ ვიტყვით, გიორგაძის "გაპრავებას" ცდილობთ?
- არა კაცო! ჯაბას მიმართაც იცით ჩემი არცთუ დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ ზვიადის მკვლელობაში ყველა გარეული იყო, იგორ გიორგაძისა და ჯაბა იოსელიანის გარდა! დიახ!
- ბატონო თენგიზ...
- დიახ, დიახ! რასაც გეუბნებით, სიმართლეა, შეიძლება, ჯაბამაც და იგორმაც იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ პირადად მათ მონაწილეობა არ მიუღიათ არც გამსახურდიას ლიკვიდაციის დაგეგმვის და არც შესრულების საქმეში! ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ შოთა კვირაია და ავთო იოსელიანი! ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა თამაზ ნინუამაც, რომელსაც სიკვდილის წინ კოკო გამსახურდიას კომისიაშიც შესთავაზეს მუშაობა და ზვიადის მკვლელობის გამოძიების საქმეში მას დიდი წვლილის შეტანაც შეეძლო, მაგრამ... უშიშროების არქივის საქართველოდან გატანაც თამაზ ნინუას სახელს უკავშირდება! ერთიც არის... იცით, რატომ დაარბიეს და გადაწვეს კოლხური კოშკი 1992 წელს?
- ბატონო თენგიზ, ეგ თქვენ უფრო უნდა იცოდეთ, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, თქვენც ერთ-ერთი ხელისშემწყობი იყავით კოლხური კოშკის დარბევისა...
- როგორ გეკადრებათ?! მაცადეთ... უშიშროების არქივის ნაწილი ინახებოდა კოლხურ კოშკში და ამიტომაც მოხდა მისი გადაწვა და აოხრება! ახლა გვარების დასახელება არ მინდა, თორემ ყველაფერი ვიცი!
- დაასახელეთ, ბატონო თენგიზ...
- არ მინდა, მაგათი დედაც ვატირე! თვითონ უკეთესად იციან და თუ მაგარი ბიჭები არიან, თავად აღიარონ! ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა თამაზ ნინუამ და როცა კონკრეტული საქმეების გამოძიებაზე მიდგა საქმე, არც დაფიქრდნენ, ისე მოკლეს! თამაზ ნინუა ბევრ საქმეს გადააყოლეს, რადგან რაღაც-რაღაცებზე ბევრი ლაპარაკი დაიწყო და ისეთები თქვა, რაც არ უნდა ეთქვა! იმიტომაც იყო, ნაცნობი რომ მივიდა, ცოლმა გაუღო კარი და ორივე ერთად მოკლეს! გარწმუნებთ, რასაც ახლა გეუბნებით, ბომბივით უნდა გასკდეს საქართველოში!
- ისე, საინტერესოა, თქვენ საიდან იცით, კარი ცოლმა გააღო თუ ქმარმა, მაგრამ ამით, ალბათ, სხვები დაინტერესდებიან...
- ვიცი და რაც ვიცი, გეუბნებით! შევარდნაძეს და სააკაშვილს თანაბრად ჰქონდათ თამაზ ნინუას ლიკვიდაციის სურვილი! დიახ, მიხეილ სააკაშვილი რომ გამოცდილი "კაგებეშნიკი" იყო, ამის დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა ნინუას! რასაკვირველია! ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაბმული. თუ მე მართალი არ ვარ, თავს მოვიჭრი!
- აქამდე არ იცოდით ეს ყველაფერი, ახლა რომ ამოიღეთ ხმა?
- ახლა დადგა ამის თქმის დრო! მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვით ახლა! გიმეორებთ: გულუას მკვლელობა განხორციელდა ჯაბა იოსელიანისა და "მხედრიონის" მიერ! ხოლო ჯაბა იოსელიანი რომ ქალმა მოწამლა, იცოდით?
- ბატონო თენგიზ, მაპატიეთ, მაგრამ მკითხველი იფიქრებს თქვენზე - გაგიჟებულაო... რა სასწაულებს ჰყვებით?
- არ იცოდით? ყველა მკვლელობას აქვს თავისი დასაწყისიც და დასასრულიც! რაც მე ვიცი, ღმერთმა არავის აცოდინოს იმდენი. სხვების გვარების თქმა არ მინდა ახლა, თორემ შევარდნაძე და სააკაშვილი წყნარად არიან. არადა, ღმერთმა უწყის, რამდენი მკვლელობაა მაგათ კისერზე...
ეგრე არაა ცხოვრება. მეც მალე ჩამოვალ და ძალიან ბევრს მოვთხოვ პასუხს ჩადენილ მკვლელობებზე! ამათ საქართველო სიცილია ეგონათ და ეგრე არაა...
- ბატონო თენგიზ, ჯაბა იოსელიანის მკვლელობაზე საუბრობდით...
- ჟვანიაზე გეტყვით ჯერ... მგონია, რომ სააკაშვილმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, რათა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ გაიხსნას!
- ეგ მართლა ალოგიკური აზრია, ბატონო თენგიზ...
- თქვენ რაც გსურთ, ის დაარქვით... მგონია, რომ ეს ასეა და... გიმეორებთ: დიდ ფულზეა საუბარი! ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩარევთ. ვაჭრობას სხვები დაიწყებენ, თან ივანიშვილის ზურგსუკან! ჟვანია ყველასთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურა იყო და იმიტომ! მეტიც: ოჯახსაც "გატენიან" ფულით!
- ეს გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის შეურაცხყოფაა, ბატონო თენგიზ, და ვერ მოგიწონებთ ნათქვამს...
- თქვენი მოწონებისთვის არ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ! მარტო კიტოვანი რომ ხმაურობს ყველა საქმეზე, რატომ არავინ ფიქრობს ამაზე? კიდევ კარგი, რუსეთში ვარ, თორემ დედას მიტირებდნენ აქამდე. მოითმინეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვამბობ!
ახლა, რაც შეეხება ჯაბას...
ჯაბა მოიშორა ქალმა! ქალი ჰყავდა ერთი, რომელმაც წამლები ასვა და სისხლი ჩაუქცია ტვინში...
- ასე ყველაფრის თქმა შეიძლება, ბატონო თენგიზ... ენას ძვალი არა აქვს...
- ეგრე იყო ზუსტად! ის ქალი აქ არის ახლაც, მოსკოვში! წნევის წამლები ასვა ჯაბას ზედმეტი დოზით და ასე მოკლა! როცა ვანგას შეხვდა ჯაბა, ვანგამაც იგივე უთხრა - ქალი მოგკლავსო.. არ დაიჯერა. იცინოდა ხოლმე. ყველამ იცის, ვინც არის ეს ქალი...
- ჩათვალეთ, რომ მე "ყველა" არ ვარ...
- (პაუზა) ... თინა ჰქვია ამ ქალს... თინიკო... გვარს ნუ მკითხავთ, ყველა მიხვდება სახელის დასახელებით...
- ბატონო თენგიზ...
- მე გეუბნებით სიმართლეს! თუ ასე არ არის, თავს მოვიჭრი! ჯაბა იოსელიანი მოკვდა სისხლის ჩაქცევით და მოკლა ქალმა, რომელსაც ჰქვია თინა! გამოიძიეთ ეს საქმეები, აბა, თუ მაგრები ხართ!
წყარო/Source:
http://geo.ambebi.ge/politika/73857-thengi...l#ixzz2OkDkVECe''მალე ჩამოვალ და ძალიან ბევრს მოვთხოვ პასუხს ჩადენილ მკვლელობებზე! ამათ საქართველო სიცილია ეგონათ და ეგრე არაა..''
ესეც რომ ამას ამბობს, ტავის ტავი წმინდანი ჰგონია, ფუი, შეგირცხვა კაცობა
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა