ამ ბოლო სამთავრობო სხდომაზე ღარიბაანთ პრემიერის კითხვაზე რომელმა ბიძსამინისტრომ პროცენტულად როგორ აითვისა ხარჯებიო, მომახსენეთ ახლავეო, ციკანთხრამუნამ დიდად თავმომწონედ უმლიქვნელურესი ტონალობის ხმით სასწრაფოდ მიუგო _ ჩვენო (ფინსამინისტრომაო), ეს სტაპრაცენტნა შევასრულეთო ბატონო პრემიეროო, აგერ ბოლოს შენობა შევიძინეთო ჩვენ, ასეთმა კარგებმაო და ე.ი. ამით ხარჯვითი ნაწილის შესრულება არ ჩავაგდეთო...
ნუ, ერთის მხრივ ისაც კაია, რომ აიფონების ნაცვლად ხადურს და მის რაზმს შენობა მაინც უყიდია, მარა მეორის მხრივ, რამდენად ყაირათიანად გაიხარჯა ნეტა საბიუჯეტო თანხა ამ შენობის ყიდვითა, სწორედ ყიდვითა და არა აშენებითა, ესაა საინტერესო...
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბინის/სახლის/შენობის მსურველი ჯამში ყველაზე იაფად ყიდულობს, თუ ჯერ იყიდა შესაბამისი ე.წ. ჰაერი და მერე დაელოდა აშენებას, შემდეგად იაგად ყიდულობს შავ კარკასს, კიდევ შემდეგად იაფად თეთრ კარკასს და ბოლოს, უკვე ყველანაირად მზა ობიექტს (ბინას/სახლს/შენობას)... ანუ საწყისს ეტაპებზევე ყიდვა ფაქტიურად ესაა მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი დაკვეთები, სამშენებლო მომსახურების ყიდვა/შესყიდვა, მეორენაირად რომ ვთქვათ და ეს მას უფრო იაფი უჯდება...
ეს რომ გადმოვიტანოთ სახელმწიფოს, როგორც მყიდველის ჭრილში, მას ბევრად უფრო უნდა აწყობდეს შენობების აშენება და არა გამზადებულების ყიდვა, + ამითი ის ხომ კიდევ ახალ სამუშაო ადგილებს ჰქმნის, სახელმწიფო ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვასთან ერთად...
არაფერი საჩქარო არ აქვთ სამინისტროებს, რომ თავის სქელტრაკა ჩინოვნიკებისთვის ახალ კაბინეტ-სავარძლებიანი შენობები აუცილებლად რომ იყიდონ, თუ ამის საჭიროებაა, სწორედ დაგეგმონ ეს საჭიროებანი, თავიდანვე დროულად იდაიჭირონ თადარიგი და ააშენონ, და არა ისე, როგორც ეს ციკანთხრამუნა, ოღონდ სტაპრაცენტნი ათვისება აჩვენოს თავის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილისა, ამ ხარჯვების არც ყაირათიანობას და არც ეფექტურობას არაფრად რომ არ დაგიდებს...

იმ შემთხვევებშიც, როცა ყიდულობენ შედარებით ძველ, კაი ხნის შენობებს, ეს ხდება ძირითადად პრესტიჟულ უბნებში და ადგილმდებარეობა იმდენად ზრდის ამ შენობათა ფასებს, რომ აქცევს მათ არაპრესტიჟულ უბნებში ახლებზე ძვირადაც, ჰოდა სულაც არაა საჭირო პრესტიჟულ უბნებში ეყაროს ხელისუფლების უმაქნისი ჩინოვნიკობა, ქალაქი ისედაც უნდა ვითარდებოდეს გარე და მეჩხერ-შენობიან ადგილთა განაშენებიანობის ხარჯზე და აშენონ ახალი სახელმწიფო შენობები უპირატესად სწორედ ასეთ ადგილებში... ამის კაი მაგალითია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადგილმდებარეობათა ისტორია, ასევე მის სიახლოვეს მყოფი სააღსრულებო ბიუროსი, სხვადასხვა იუსტიციის სახლების და ა.შ.
მოკლედ, ჩვენს ციკანთხრამუნას ამაზეც უცილობლად უნდა მეეკითხოს სახალხოდ ადრე თუ გვიან, ბიძინიზმისთანავე ან მას მერე მაინც, ვინმე ნორმალური ხელისუფლების მოსვლა როცა გვეღირსება და დიდი მსოფლ-დემოკრატიული იმედია, რომ ოდესმე ესაც გვეღირსება ამ ზვიადიზმ, ედოიზმ, მიშიზმყმობიზმ და ბიძციკანთხრამუნიზმს გამოვლილებს...
This post has been edited by kodeqsi on 28 Dec 2014, 13:14
მიმაგრებული სურათი
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...