ლუკას მუდისონი (Lukas Moodyson)
დაიბადა 1969 წლის 17 იანვარს, სამხრეთ შვედეთში (სკონე, ქალაქი მალმё).
დაამთავრა შვედეთის კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მანდ მოხვედრის ბედნიერება ძალიან ცოტას აქვს

)
ბერგმანის შემდეგ ლამის პირველი შვედი რეჟისორია, რომელსაც ასეთი საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. ასევე ერთადერთი რეჟისორია, რომელმაც ოთხჯერ მოიპოვა შვედეთის კინოაკადემიის პრიზი "ოქროს ხოჭო" (Guldbagge) სხვადასხვა ძირითად ნომინაციებში.
ფილმოგრაფია:
1997 - "ცოტა ვილაპარაკოთ" (Bara prata lite)
1998 - "მაჩვენე სიყვარული" (Fucking Åmål - aka "show me love") (ამ ფილმიდანაა აღებული რუსული პოპ-ჯგუფის, "ტატუს" ტიპაჟები) ფილმმა ფურორი მოახდინა შვედეთში, მოსხნა ადგილობრივი კინოწარმოების ყველა რეკორდი შემოსავლის თვალსაზრისით. როგორც ამბობენ, ამ ფილმის სანახავად შვედეთის მოსახლების (სულ 9,5 მილიონი) 15%-მდე წავიდა კინოში, რაც ძალიან იშვიათად ხდება შვედეთში.
2000 - "ერთად" (Tillsammans)
2002 - "ლილია 4ever" (Lilja 4ever)
2003 - "ტერორისტები - ფილმი სიკვდილმისჯილებზე" (Terrorister + en film om dom dömda)
2004 - "ნახვრეტი ჩემს გულში" (Ett håll i mitt hjärta)
2006 - "კონტეინერი" (Container)
მისი ყველაზე ცნობილი ციტატა:
"ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ამბობს, თითქოს მე ბერგმანის ვაჟი ვიყო, რაც არ არის მართალი. ბოლოს და ბოლოს, მის შვილიშვილად უფრო გამოვდგები. ჩემი თაობა მისით არ არის აღტაცებული. ერთხელ სიას ვადგენდი -საერთოდ მიყვარს სიების შედგენა - იმისა, თუ რამ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა. პირველი ნომერი იყო Cure. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩნდნენ შვედი მუსიკოსები და მწერლები, რომელთა სახელებიც თქვენ არაფერს გეტყვით. Morrissey-მ მეხუთე ადგილი დაიკავა. ვეცადე, ამ სიაში ფილმებიც მომეხვედრებინა... პირველი რეჟისორი, რომელიც ჩემს სიაში მოხვდა, იყო მერვე ადგილზე გასული დევიდ ლინჩი (ისიც "თვინ ფიქზისთვის" უფრო, ვიდრე რაიმე სხვა ფილმის გამო) მოკლედ, როგორც ხედავთ, ბერგმანი ნამდვილად არ იყო ის ფიგურა, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.
* * *
სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული ჯილდოების ძალიან გრძელი სია:
http://imdb.com/name/nm0600546/awards ლუკას მუდისოსნის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.lukasmoodysson.com/ეს კი თავად ლუკას მუდისონია ფილმის "ერთად" გადაღებების დროს:
This post has been edited by Contralto on 28 Jul 2006, 12:13
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.