-LesTaT-dispositif ანუ აპარატი, ფუკოს ნააზრევში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ტექნიკურ, სტრატეგიულ ტერმინს წარმოადგენს. ამ ტერმინს ის საკმაოდ ხშირად იყენებს, განსაკუთრებით კი 70–იანი წლების შუა პერიოდიდან, როცა სახელმწიფო აპარატით („governmentalism“) და მართვის პრობლემებით ინტერესდება. მართალია, მას ამ ტერმინის სრული განსაზღვრება არ შემოუთავაზებია, მაგრამ 1977 წლის ინტერვიუში რაღაც ამდაგვარს მაინც მიუახლოვდა: „უპირველეს ყოვლისა, რის გამოყოფასაც ამ ტერმინით ვცდილობ, დისკურსების, ინსტიტუციების, არქიტექტურული ფორმების, მარეგულირებელი გადაწყვეტილებების, კანონების, ადმინისტრაციული ზომების, მეცნიერული დებულებების, ფილოსოფიური, მორალური და ფილანტროპიული წინადადებების საკმაოდ ჰეტეროგოენულ ერთობას წარმოადგენს, მოკლედ რომ ვთქვა, გამოთქმულსაც და გამოუთქმელსაც ერთნაირად. ასეთი ელემენტებია აპარატში. თავისთავად აპარატი არის ქსელი, რომელიც ამ ელემენტთა შორის დგინდება… …ტერმინით „აპარატი“ მე ვგულისხმობ ერთგვარ ფორმაციას, რომელსაც მოცემულ ისტორიულ მომენტში აკისრია მთავარი ფუნქცია – უპასუხოს გადაუდებელ შემთხვევებს. აქედან გამომდინარე, აპარატს მთავარი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია…
Read more at:
http://european.ge/giorgio-agamben-ra-aris-aparati/Copyright © European.ge
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark