http://livepress.ge/ka/site/news/5357/%E1%...AF%E1%83%90.htmპრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიებზე წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
29.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაზე დიდი ოდენობის პრემია 13 თვის განმავლობაში - 47 710 ლარი პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროს, ზურაბ დარჩიაშვილზე გასცა. ნათქვამია საჯარო ინფორმაციის მოანცემთა ბაზის ვებ-გვერდზე IDF-ის გამოქვეყნებულ მასალაში. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე - 40 013 ლარი. მას პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი მოსდევს 38 940 ლარით, თუმცა მისი ვინაობა გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არ არის. მიხეილ სააკაშვილის 7 მრჩეველთაგან სამმა 13 თვის მანძილზე 17 400 ლარი, ერთმა 19 320, დანარჩენმა ორმა კი 2 000 და 4 000 ლარი მიიღო. IDF–ის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსზე, 32 240 ლარის ოდენობით გაიცა. სულ, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე 537 048 ლარი დაიხარჯა.
„თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდეობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისმა პრესსამსახურის უფროსმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა აიღო პრემიის სახით“, – იუწყება IDF.
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ცნობით, ადმინისტრაციამ 2012 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 3.040.723,48 ლარი დახარჯა. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მოსული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვას წლის მანძილზე 72 294,4 ლარი დასჭირდა.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარი ინიციატივით 69 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად - 3.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციამ 712 301 ლარის ბენზინი და 68 289 ლარის დიზელი დახარჯა.
ეს მაშინ როდესაც ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობს და 4 300 შიმშილითა და მოუვლელობითაა გარდაცვლილი
მორალსაც რომ უკითხავენ მოქალაქეებს
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу