მთავრობა განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამას.
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე დაიწყო სამცხე-ჯავახეთშიც.სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში
შემავალი სოფლების რწმუნებულებს სასოფლო სამეურნეო ბარათები გადასცეს. მოსახლეობა პროგრამის ფარგლებში ნომინალურ
და კომბინირებულ ბარათებს მიიღებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამუშაოებს შპს ,,მექანიზატორი" განახორციელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურში განმარტეს, ამ ეტაპზე გარკვეულ სიებში არსებული უზუსტობების
შესწორებაზე მუშაობა მიდმინარეობს და სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება შესწორებული სიების მიხედვით,
1 კვირის შემდეგ დაიწყება. სოფლის რწმუნებულების თქმით, აღნიშნული პროექტი მოსახლეობას მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს.
ვიდეო:
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=16043