gigajojინსტრუქცია (გზამკვლევი) 2013 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვისრეგისტრაცია 5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
2013 წელს მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლით
online.naec.geინტერნეტით რეგისტრაცია:
ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატები უნდა ჰქონდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი, აგრეთვე მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური (გადახდის ფორმები აღწერილია ქვემოთ).
1. მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს (ან უნდა შექმნას) ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. ინტერნეტით რეგისტრაციას მაგისტრანტობის კანდიდატები გადის ვებგვერდზე
online.naec.geდამატებითი ინსტრუქციები რეგისტრაციის დაწყებისთანავე განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურეობის გადასახადი:
1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;
3) ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;
4) „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - 1 ლარი;
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. გამოცდის ჩაბარების საფასურია 50 ლარი.
რეგისტრაცია იწარმოებს 5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
გაითვალისწინეთ:
• არ გაანდოთ სხვას ელექტრონული ფოსტით მიღებული პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
• საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.
This post has been edited by Shake on 1 Apr 2013, 17:13