#35817743 · 30 Mar 2013, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი რუსეთის იმპერიაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლის შესახებ გიორგი XII-ის ელჩების 1800 წლის 23 ნოემბრის ნოტიდან:
"მის უდიდებულესობას, ჩვენს ხელმწიფეს, ქართლის, კახეთის და სხვათა მეფე გიორგის, დიდებულებს, სამღვდელოებას და ხალხს სურთ მიიღონ რუსეთის იმპერიის სამუდამო ქვეშევრდომობა. ისინი კისრულობენ შეძლებისდაგვარად პირნათლად აღასრულონ რუსეთის ქვეშევრდომთა ყველა მოვალეობა, კანონი და ბრძანება, აღიარონ რუსეთის იმპერატორი თავის ნამდვილ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად".
წყარო: "საქართველოს ისტორია", IX კლასი, რედაქტორი ლაშა ბერაია, 2008 წელი, თბილისი, გვ. 295-296.
რას ფიქრობთ, იყო თუ არა "ზაქიჭამიად" წოდებული გიორგი XII მოღალატე?
This post has been edited by androabuladze on 30 Mar 2013, 20:48
|