ზუსტად მესმის რასაც ამბობ,
მეც მაქვს ხოლმე ეგ მომენტი რომ როცა ყველაფაერი კარგადაა და მართლა ძვირფასია ვინმე, შიშები მეწყება რომ არ დავკარგო.
მაგრამ სისულელეა ამაზე ფიქრი მართლა. უნდა ვებრძოლოთ ამ გრძნობას, რადგან მომავალს მაინც ვერ გააკონტროლებ და აწყმყოსაც აფუჭებ.
რაც შეეხება იმას რომ გეშინია თავი არ მოაბეზრო და სპეციალურად ანატრებ თავს, ჩემი აზრით ეს ინდივიდუალურია.
შეიძლება მართლა არიან ისეთი ტიები, ვისაც მოსწონს ეს თავის არ მობეზრება და ტაიმ აუტები.
მაგრამ მე პირადად პირიქით ურთიერთობის ინტრესს მიკლავს.
როცა მომწონს ადამიანი და მაქვს მასთან ურთიერთობა, 24 საათი მინდა ვეკონტაქტო. და არანაირი მობეზრება და გაფერმკთალება არ იჩენს თავს.
პირიქით რაც მეტად ურთიერთობ მეტად ღრმავდება გრძნობაც. მე ასე ვარ.
სამი დღე რომ არაფერი მომწეროს შეყვარებულმა აღარც გავცემ ხმას არასდროს.
როგორ არ მოვენატრე და როგორ არ მოუნდა გაეგო რას ვაკეთებდი დღის მანძილზე? ესე იგი არ ვაინტერესებ და არ ვარ მისთვის ძვირფასი.
ესაა პირველივე დასკვნა.
გადაიყვანე ურთიერთობა სერიოზულში. გოგო ხშირად ელდოება პირველ ნაბიჯს ბიჭისგან. ნუ გეშინია თუ მოსწონხარ უარს არ გეტყვის.
უთხარი რომ სერიოზულად მოგწონს და ფიქრობ მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე. პრიდაპირ უთხარი რომ გინდა იყოთ ოფიციალურად შეყვარებულები.
ამის შემდეგ უკვე კონტაქტი ხშირი და მიმოწერაც აღარ იქნება უჩვეულო.
ჩემს მაგალითზე რომ გითხრა , ზუსტად შენნაირი ხასიათის ბიჭია ჩემი შეყვარებულიც.
ნუ თავიდან ეგრე იყო ზუსტად. ვგრძნობდი ყევლანაიარად რომ მოვწონდი ძალიან და სერიზოული ურთიერთობა უნდოდა ,
მაგრამ ეშინოდა არ დავეფრთხე და არ დავეკარგე და შენსავით ფრთხილობდა.
რომ ამომივიდა ყელში, პირდაპირ ვუთხარი: გავარკვიოთ ურთიერთობა მეთქი და პირდაპირ მითახრი რა გინდა და რას გრძნობ,
რადგან მე არ მიყვარს ასეთი შემოვლითი გზები მეტქი, და მერე ამოღერღა როგორც იქნა.
მიმოწერაზეც პირდაპირ ვუთხარი, რომ მომწონს რომ ყოველ დილით მომესალმოს, ყოველ საღამოს ღამემშვიდობის ვუთხრათ ერთმაენთს და დღის განმვალობაში რას ვაკეთებთ სულ ვეკონტაქტოთ. და ვართ ახლა მშვენოვრად.

))
მაგრამ ყველა გოგო ვერ არის ჩემნაირი და ზის და ელოდებიან ბიჭის აზრზე მოსვლას, თქვენ კი ბიჭები ვერ ხვდებით რომ გოგოს მოსწონს აქტიური ტიპები.
როცა ბიჭი არ მოგწონს რა ტქმა უნდა იმის აქტიურობა გაღიზიანებს, მაგრამ შეყვარებულმა უნდა იაქტიუროს, იმისთვის ხარ მასთან რომ გინდა მისგან ყურადღება.
გამოფხიზლდით.
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...