#35835042 · 1 Apr 2013, 09:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორშაბათს, 1 აპრილს, 14:00 საათზე ,,ერეკლე მეორის საზოგადოება“ და ,,საქართველოს მშვიდობის კომიტეტის“ წევრები გამართავენ ბიფინგს ავღანეთში საქართველოს ჯარების მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით. ასევე გაუკეთსება კომენტარი ახლახან გაჟღერებულ თემასაც, როგორიცაა ქართული საჯარისო ნაწილების მალისში გამგზავრება. ერეკლე მეორის საზოგადოების პოზიციას დააფიქსირებს საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, ხოლო ,,საქართველოს მშვიდობის კომიტეტის - თემურ ფიფია. ბრიფინგი გაიმართება ,,ტაიმერის“ პრეს-კლუბში (ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი №1). ერეკლე მეორის საზოგადოების პრესსამსახური ტელ: 599 722347; 591111595
|