#35832080 · 31 Mar 2013, 23:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საიდან წარმოიშვა ხუმრობის ტრადიცია სწორედ ამ დღეს? არსებობს 1 აპრილის წარმოშობის ისტორიის რამდენიმე ვერსია. ამბობენ, რომ ეს დღე სათავეს ძველი რომიდან ან ძველი ინდოეთიდან იღებს. თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ტყუილის დღე საფრანგეთში დაიბადა. 1564 წელს, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა 1 აპრილიდან 1 იანვარს გადაიტანეს, და როდესაც იმ დღეს ტრადიციული საჩუქრები ვერავინ მიიღო, იმედგაცრუებულმა ადამიანებმა 1 აპრილი მოტყუების დღედ ჩათვალეს. 1 აპრილს ყველა ხუმრობს. ასე რომ, სიფრთხილე გმართებთ და თავადაც მოიმარაგეთ სახალისო ისტორიები. გახსოვდეთ სიცილის 1 წუთი ისევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, როგორც 1 კგ სტაფილო. * * * დღეს რომ დაღამდება და გათენდება დედამიწა იზეიმებს თითლიბაზების, ცბიერების, მუშაითებისა და ლაზღანდარების საერთაშორისო დღესასწაულს. მატყუარები თავიანთ უხვ გუდებს მოხსნიან თავებს და ქვეყანას მოევლინებიან ის ზღაპრები, რომლებიც მუცლით მეზღაპრეებმა ამდენ ხანს ატარეს საკუთარი მუცლებით.
მოიმარაგეთ კონსერვები, სასმელი წყალი, გამჭრიახობა და ჩალა, რათა ავბედით მომხდურებს პირში გამოავლოთ. ყველას ნუ ენდობით, დღეს პირველი აპრილია!
--------------------
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი" რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"
|