http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=2617&la...%83%98%E1%83%90იუსტიციის სახლებში უცნაური სახის პრობლემებია. ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბურჭულაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში სულ 12 იუსტიციის სახლია და თითოეულ მათგანში პრობლემებია.
"საუბარია ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე. ერთ-ერთი პრობლემა უჟანგბადობაა, რაც ზაფხულში უფრო გამძაფრდება. შეცდომები დაშვებული იყო დაგეგმარებისას. ამის გამოსწორებას კი ბევრი დრო და ფული ჭირდება. ვინტილაციისა და გათბობის დანადგარები, რომლებიც ჩინური წარმოებისაა, ხშირად ფუჭდება და ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრი მუშაობა გვიწევს". - განაცხადა ალ ბურჭულაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლში ერთ-ერთ პრობლემად პარკინგი სახელდება. მისი თქმით, პარკინგი 2 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მშენებლობა მეორე სართულიდან დაიწყო.
"ახლა ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვართ, რადგან პირველი სართულის გაკეთება რომ დავიწყოთ, რაც მიწისქვეშ არის, შესაძლოა, მეორე სართული ჩამოინგრეს, ან დაზიანდეს. პრობლემატურია სახლის სახურავიც, რადგან ზამთარში მასზე გაკეთებულმა ყინულის ლოლოებმა არაერთხელ დააზიანა ავტომანქანა",- განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯერ იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყებოდა და პროექტი შემდეგ იქმნებოდა, რასაც, ახალი მთავრობა აღარ გაიმეორებს. მისივე თქმით, პრობლემები პარალელურ რეჟიმში მოგვარდება და სამუშაოები იუსტიციის სახლის მუშაობას ხელს არ შეუშლის.
ალექსანდრე ბურჭულაძემ იუსტიციის სახლების მიმდინარე მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მცხეთისა და ზუგდიდის იუსტიციის სახლები აუცილებლად აშენდება. მისივე თქმით, 2013 წელს სულ სამი ახალი იუსტიციის სახლის აშენება იყო დაგეგმილი - მცხეთის, ზუგდიდისა და ლაგოდეხის, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბურჭულაძის განმარტებით, წელს პირველ რიგში ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.
====================
ზუსტად ვიცი რომ ასე აკეთებდნენ იპოდრომზე გზასაც ჯერ მშენებლობა დაიწყო.პროექტს მერე ადგენდნენ პოსტ ფატქუმ.
ახლა მაინც თუ არსებობს პროექტი ის აღარ ვიცი
:/