ვაიმეეეე, ეხლა ვნახე ინტერვიუ და დავიშოკე

ტიპი ისტერიკაშია - რაებს მიედ-მოედება
-----------------------------------------------------------------------
რადიო თავისუფლება: გასაგებია. სულ ბოლოს, შედარებით ოდნავ უფრო პირადი ხასიათის შეკითხვაა, მაგრამ არ შემიძლია არ დაგისვათ. თქვენ ძალიან კარგად იცნობთ რუსეთს. იქ დაახლოებით 30 წელიწადი ცხოვრობდით, შემდეგ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდით თითქმის ათი წელი. როგორ შეაფასებდით რუსეთის შიგნით არსებულ დღევანდელ პოლიტიკურ ატმოსფეროს? ბევრი ლაპარაკობს, რომ საქმე გვაქვს იმპერიალიზმის გადაულახავ ვნებასთან, ნაციონალიზმთან, საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიასთან. თქვენ - ადამიანი, რომელიც საქმეში ბევრად უფრო ჩახედული ხართ, ვიდრე შეიძლება ბევრი სხვა - როგორ ფიქრობთ?
გრიგოლ ვაშაძე: იცით, დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების შეფასება იქნებოდა უკიდურესი უტაქტობა. მე არ ვარ ლავროვი.
რადიო თავისუფლება: თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ პოზიტიურ რესურსს მაინც ხედავთ რუსეთში, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე როცა იყო საუბარი, აცხადებდით, რომ ხელისუფლების მოქალაქე კი არ ბრძანდებოდით, არამედ ხალხის და ხალხი თავის დროზე [შეაფასებდა მოვლენებს].
გრიგოლ ვაშაძე: კი, აბსოლუტურად გეთანხმებით.
რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება პოპულარულია ხალხში.
გრიგოლ ვაშაძე: იცით, თქვენ რომ 1982 წელს ჩაგეტარებინათ რუსეთში სოციალური გამოკვლევა, დამიჯერეთ, რომ ბრეჟნევი პუტინზე გაცილებით მეტი რეიტინგით ისარგებლებდა.
რადიო თავისუფლება: და მაინც რატომ დათმეთ მოქალაქეობა? რამ გადაგაწყვეტინათ?
გრიგოლ ვაშაძე: თქვენ რუსეთზე მეკითხებით თუ ჩემს მოქალაქეობაზე?
რადიო თავისუფლება: ეს კავშირშია ერთმანეთთან.
გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად არ არის ერთმანეთთან კავშირში.
რადიო თავისუფლება:: როგორ არ არის? ჯერ აცხადებდით, რომ არ დათმობდით, იმიტომ რომ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებოდით და არა ხელისუფლების და შემდეგ მაინც დათმეთ. რამე ხომ არ მოხდა, [რამაც აზრი შეგაცვლევინათ?]
გრიგოლ ვაშაძე: მოდით, ერთი თემა დავამთავროთ, და მეორეზე გადავიდეთ ხოლმე.
რადიო თავისუფლება: ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი.
გრიგოლ ვაშაძე: რა მოხდა მერე, კაცო, სიამოვნებით გვისმენს საქართველო, თუ ვიღაცა გვისმენს. პოლემიკაა მთავარი. ამისთანა სასიამოვნო პოლემიკა დიდი ხანია, არ მქონია. რაც შეეხება რუსეთის შიდა მდგომარეობას, აბსოლუტურად მჯერა - და ამის მეტს ნუღარ მკითხავთ - რომ დღევანდელმა კრემლის რეჟიმმა ამოწურა ყველა საშუალება ქვეყნის მართვისა ისე, როგორც აქამდე მართავდა. რაც შეეხება ჩემი პასპორტის დათმობას, რუსეთის მოქალაქეობა - საერთოდ რუსეთი - არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე, უკვე როგორც მარტო საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. და დავთმე იმიტომ, რომ მე მოვითმენდი ყველაფერს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკე თავები სახელმწიფო დუმაში დაიწყებდნენ ჩემთვის ჩემი პასპორტის წართმევის მოთხოვნას.
რადიო თავისუფლება: ანუ პროვოცირება მოხდა იმით, რომ დუმაში დაიწყო ამაზე ლაპარაკი?
გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად.
რადიო თავისუფლება: თორემ დღემდე შეიძლებოდა გქონოდათ რუსეთის პასპორტი?
გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად. დღემდე მექნებოდა პასპორტი და, სიმართლე გითხრათ, არავისი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში. საერთოდ, რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავისი აზრი არ მაინტერესებს.
რადიო თავისუფლება: მაგრამ საჯარო პირი როცა ბრძანდებით, და პირადი და საჯარო როცა კვეთს ერთმანეთს?
გრიგოლ ვაშაძე: მაპატიეთ. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადი საქმეა.
რადიო თავისუფლება: გმადლობთ ინტერვიუსთვის.
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2319393.html