21 საუკუნის ერტ ერტი ყველაზე მაგარი პოეტი საქართველოში
* * *
მე გეკითხები: ეგ შენი ყელი
სადაფი არის, თუა ბაკარა?
შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე გეუბნები: შენი თვალები
მწველია ისე, ვით მზე თაკარა.
შეშინებული შენ იმეორებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო,
მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა.
შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ:
- ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!...
და ასე გადის მთელი ცხოვრება.
მე შენზე გულში წყენა მაქ არრა.
შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ?
- იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა!
გიოს ლექსები რომ წავიკითხე, ისეთი გრძნობა მქონდა რომ, ეს ყველაფერი ჩემი დაწერილია, ისე ახლოს იყო ჩემთან და ყველამ ვინც წაიკითხა ასეთი გრძნობა ქონდა, მე აქ გამოვაქვეყნებ მის ლექსებს და იმედი მაქვს ეს უდიდესი პოეტი ყველა ჩვენთაგანის სულში იპოვის თავის მყუდრო ადგილს!!
* * *
ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.
ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!
მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.
და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.
აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.
ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.
* * *
---- --- --- --- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---
--- --- ---დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში.
მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე!
გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში,
თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე...
გამიზეთეთ მჭიდი და უხმოდ პირში მიეცით!
თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს,
აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ, დიეზით...
სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს!
ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, -
მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო...
გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში,
მინდა მოვკვდე მე ადრე...
--- --- --- --- --- -- --- -- --- -----
* * *
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
* * *
----
------------------------------------------
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...
* * *
----------------------------------
მოდი, გავექცეთ
როგორმე
ცხოვრებისეულ
კორიდებს!
მოდი, გავფრინდეთ
ზღაპარებში -
გავცდეთ ცებს,
გავცდეთ ორბიტებს...
გადავაქარდეთ
ლივლივით
იფნებს, არყებს
და კოპიტებს...
განახებ,
ელფებს განახებ,
გნომებს განახებ,
ხობიტებს...
გადაამტვრიე თავები
მორფინის
ჰიდროქლორიდებს
და მოდი,
მოდი, გავფრინდეთ -
გავცდეთ ცებს,
გავცდეთ ორბიტებს...
* * *
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.
რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!
ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.
დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!
ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.
მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.
ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...
და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.
მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.
შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ,
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
* * *
kide davdeb erTs da Tu ekna gamoxmaureba am temas kidev davdeb gios genialur leksebs
* * *
------------------------------------
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...
და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით
* * *
http://www.myvideo.ge/?video_id=82963