მოკლედ მჭირდება თქვენი დახმარება,
ჯავახეთში, ახალქალაქის სოფელ კუმურდოში არის სკოლა, რომელიც რამ,ოდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა მთლიანად. სკოლისთვის გამოიყო პატარა შენობა, რომელშიც მხოლოდ რამოდენიმე ოთახია.
ბავშვებს არ აქვთ არანაირი გართობის საშუალება, არც ცეკვა, არც სპორტი, არც ხატვა, არც მსგავსი სხვა რამ,
და რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ჩემდა გასაოცრად არის ბიბლიოთეკის არ არსებობა. სკოლასთან ერთად დაიწვა მათი ბიბლიოთეკაც..
ჩემი და ამ სკოლაში ქართული ენის მასწავლებელია. ნეტა იცოდეთ როგორ ელოდებიან ხოლმე თბილისიდან მის დაბრუნებას, იმიტომ რომ იციან მასწავლებელი წიგნებს ჩაუტანს.
გავაკეთეთ პროექტი და სამოქალაქო კლუბის ფარგლებში USAID-ისგან ველოდებით დაფინანსებას... იმედია დაგვეხმარებიან
ერთადერთი რაც გვჭირდება არის წიგნები!
ნებისმიერი, ზღაპრები, ლექსები, მოთხრობები, ნოველები,
ნებისმიერი წიგნი ნებისმიერ მდგომარეობაში...
პ.ს. რამოდენიმე დღე არ დახუროთ თემა ძალიან გთხოვ

მოგვიანებით დავდებ ამ ბავშვების სურათებს და ვიდეოებს
მადლობა
... რომ ჩემი ხარ და ჩემი იქნები ყოველთვის!