ავტომობილის დაზღვევა
რა იზღვევა? დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ავტომობილი და დამატებითი მოწყობილობები. “ჯიპიაი ჰოლდინგის” ავტომობილების დაზღვევა მოიცავს რამდენიმე სადაზღვევო სქემას (შეზღუდული კასკო, სრული კასკო, კასკო ლუქსი, მინის დაზღვევა). თვითეული სქემა სადაზღვევო თანხის ფარგლებში, სხვადასხვა სადაზღვევო ლიმიტებით უზრუნველყოფს ავტომობილის ან მისი ნაწილების დაზიანება-განადგურებისაგან მიღებული ზიანის კომპენსირებას, რომელიც გამოწვეულია შემდეგი რისკებით:
უბედური შემთხვევა (შეჯახება, გადატრიალება, დაცემა);
ხანძარი, თვით-აალება;
სტიქიური უბედურება;
ავტომობილის ქურდობა, ქურდობის დროს მიყენებული ზიანი, სხვადასხვა დეტალების ქურდობა, მინის დაზიანება და მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული სხვა ზიანი (ძარცვა, ყაჩაღობა).
“ჯიპიაი ჰოლდინგი” აანაზღაურებს
დაზღვეულის მიერ გაწეულ აუცილებელ და ზომიერ ხარჯებს, რომელიც მიმართულია დაზღვეული ავტომობილის შესანარჩუნებლად, ზიანის ასაცილებლად ან/და შესამცირებლად, მიყენებული ზიანის დონის დასადგენად;
ავტომობილის გადატანის ხაჯებს უახლოეს სარემონტო სახელოსნომდე, თუ სადაზღვევო შემთხვევის გამო დაზღვეული ავტომობილი ვერ გადაადგილდება საკუთარი სვლით;
ავტომობილის შეკეთების ხარჯებს, რაც მოიცავს მოწყობილობებზე, ავტომობილის სპეციალურ ნაწილებზე და შრომით რესურსებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას;
სრულ სადაზღვევო თანხას, თუ ზემოხსენებული რისკების გამო ავტომობილი 70%-ზე მეტად დაზიანდება.
დაზღვეული ვალდებულია მომხდარი ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო კომპანიას და მისცეს “ჯიპიაი ჰოლდინგის” ექსპერტებს საშუალება შეამოწმონ დაზიანებული ავტომობილი და მოახდინონ შესაბამისი გაანგარიშებები.
სადაზღვევო პრემიის გამოთვლის ძირითადი ფაქტორებია: მანქანის ტიპი და მოდელი;
ძრავის სიმძლავრე;
მანქანის რეალური ღირებულება;
სადაზღვევო პერიოდის ხანგრძლივობა.
დაზღვევის პირობები:
http://www.link.ge/file/158531/Auto-wording.doc.html
Mens sana in corpore sano...