საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოდან ასადის რეჟიმის მომარაგების საკითხს იკვლევსსაქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართული კომპანიების მიერ სირიაში საწვავის შეტანის შესახებ გავრცებულ ინფორმაციაზე მოკვლევას ახორციელებს. ამის შესახებ News.ge-ს სააგენტოს დირექტორმა მამაუკა ახალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სააგენტო დეტალურად იკვლევს იმას, თუ 2010 წლიდან დღემდე საქართველოდან რა ტიპის გემებმა და რა სახის ტვირთი გაიტანეს.
ახალაძის განმარტებით, მართალია ტრანზიტით საქართველოდან რეგულარულად გადის ნავთობროდუქტები, თუმცა საქართველო არ წარმოადგენს ნავთობისმწარმოებელ ქვეყანას და შესაბამისად არ არსებობს ქართული ნავთობკომპანია, რომელიც ნავთობს აწარმოებდა და შემდეგ სირიაში გაგზავნიდა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვს იწვევს ისიც, რომ საქართველოს დროშის ქვეშ საერთოდ არ დაცურავს დღეისათვის არანაირი ტანკერი.
როგორც ახალაძე აღნიშნავს, საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა, საიდანაც გაედინება ათასობით სხვადასხვა ტიპის და წარმომავლობის ტვირთი. მისივე თქმით, ტრანზიტის პროცესში შეუძლებელია პორტს წინასწარ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ ტვირთი საიდან მოდის და სად მიედინება.
ამასთან, ახალაძის განმარტებით, გემი შესაძლოა ეკუთვნოდეს ერთ ქვეყანას, მასზე არსებული ტვირთი კი, სხვა ქვეყნის კომპანიის იყოს. თავად გემის დამქირავებული კი, შესაძლოა კიდევ სხვა კომპანია იყოს.
„ხშირად არის ისეთი შემთხვევა, რომ გემი იტვირთება პორტში, გამოიწერება ტვირთის განთავსების დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტში კი, მიმართულების საჩვენებლად იწერება ტერმინი „For Orders”, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ზღვაში გასული გემის კაპიტანს ნებისმიერ დროს მისცენ ბრძანება და იგი ნებისმიერი მიმართულებით გაემართოს“, - აღნიშნა ახალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო პრაქტიკა.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველმა
ორგანიზაცია Human Rights First-მა გამოაქვეყნა დასკვნა, როემლშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოდან სირიის მიმართულებით საწვავით დატვირთული გემები მიემართება. აღნიშნულის გამო, დოკუმენტში საქართველო ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერად და სირიაში კონფლიქტის ხელშემწყობ საერთაშორისო მოთამაშედ არის განხილული.http://news.ge/ge/news/story/50778-sazghva...akitkhs-ikvlevs This post has been edited by tintoreto on 4 Apr 2013, 21:22
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი