4 ღერი ლურსმანი ვერ იშოვეთ ხალხო , სკოჩი შეაჩერებს გუბაზას.
გუბაზ სანიკიძე ირწმუნება, რომ მისი სამუშაო კაბინეტის ნაცვლად სხვისი კარი აჭედეს
14:17 05-04-2013
ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მასთან დაპირისპირებულ პირებს შეეშალათ და მისი კარის ნაცვლად სხვისი კარი აჭედეს. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა, ამ აქციის მიზანი, რომელიც მის მიმართ განხორციელდა სრულიად უსაფუძვლოა.
"აღსანიშნავია, რომ მათ შეეშალათ და სხვისი კარი აჭედეს და არა ჩემი, მაგრამ არაუშავს. მე შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მაჟორიტარი იმდენს არ ხვდება საკუთარ მოქალაქეებს, როგორც მე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
დეპუტატი მომხდარს "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.
ქუთაისის მერიაში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტი მოქალაქეებმა წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით "აჭედეს".
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შალვა კამლაძემ განაცხადა, გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დღემდე საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მათივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს, სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს, თუმცა თვეობით დადიან ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელაც არ შეხვედრია.
პროტესტის ნიშნად შალვა კამლაძემ და რამდენიმე მოქალაქემ გუბაზ სანიკიძის სამუშაო კაბინეტსა და ტრაფარეტს, სადაც წერია - მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე , წებოვანი ლენტი გადააკრეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ri-atcedes.html