ე.ი. პირველ რიგში დავიწყებ იმით თუ რაში მდგომარეობს ჩემი იდეა ამ ეტაპზე:
მინდა დავარეგისტრირო ფირმა რომლის საქმიანობა იქნება სერვისი (კომპიუტერული მომსახრუბა) და ასევე იმპორტი საზღვარგარეთიდან (დიდი ოდენობით არა თვეში დაახლოებით 500-1000 ლარის პროდუქტის შემოტანა) და გაყიდვა , მარა არ მინდა რაიმე ფართის აღება და "მაღაზიის" გახსნა , ამ ეტაპზე ჩემი სურვილია მხოლოდ ინტერნეტით ვაჭრობა და თუ არ ვცდები როდესაც საქმე პატარა ბრუნვას ეხება ამას მცირე ბიზნესი ქვია და არ ვიცი რა დავარეგისტრირო ისეთი რომ გადასახედები ცოტა იყოს რადგან არც თანამშრომლები არ მეყოლება არც ფართი არ მექნება (დასაწყისში რამდენი თვე მაინც) და ხელფასებიც არ იქნება შესაბამისად მარა მინდა თანხა საჭიროების მიხედვით ვხარჯო როგორც პირადი მოხმარებისთვის ასევე ახალი პროდუქციის შესაძენად და გასაყიდად და რა ვქნა იქნებ ვინმემ მირჩიოთ. ამ ყველაფრის არაოფიციალურად კეთებაც შესაძლებელია მარა მინდა ოფიციალური სახე მივცე რადგან სხვადასხვა ფირმებს მოვემსახურო სერვისით და მცირე დილერის ვარიანტში სხვადასხვა პატარა მაღაზიები მოვამარაგო შემოტანილი პროდუქციით და თუ ვინმეს შეგიძლიათ იქნებ დამაკვალიანოთ რა და როგორ გავაკეთო რომ ოფიციალურად საბუთის გაწერაც შევძლო ფირმისთვის ან სერვისზე ან გაყიდვაზე და თან გადასახედებიც დიდი რომ არ მქონდეს და ის როგორ გავაკეთო რომ ფირმის სახელზე შემოსული თანხა გაყიდვიდან ან სერვისიდან მეც გამოვიყენო პირადი მიზნებისთვის, ხელფასი როგორც ავღნიშნე არ იქნება რადგან ვიცი რო 20% უნდა გადაიხადო მაგ დროს

და რამე ისეთი თუ არსებობს სადაც გადასახადები შედარებით მცირეა .
მემგონი შეძლებისდაგვარად კარგად გადმოგეცით ჩემი იდეა და თU რამე გაუგებარად მიწერია მკითხეთ შევეცდები უკეთ აგიხსნათ რომ როგორმე დამეხმაროთ
This post has been edited by David p on 1 Jan 2013, 02:27