რამდენი ქალი არსებობს მსოფლიოში! რამდენიმე მილიარდი ხომ? თითქოს, დიდი არჩევანია, შეიყვარე, ვინც გინდა, მაგრამ ამ რამდენიმე მილიარდს რომ მოვაცილოთ (ჩემი ასაკიდან გამომდინარე) 30 წლის ზევით და ასე, 15 წლის ქვევით ხალხი ძალიან შეცოტავდება რიცხვი...
დარჩა 15-30 წლის ქალები, რომლებიც უკვე აღარ შეადგენენ რამდენიმე მილიარდს.
ახლა, ამ 15-30 წლის ხალხის 90 პროცენტი მაინც ისეთია, რომ ერთი შეხედვით, წამის მესამედში შევატყობ, არ მომწონს და ზუსტად ვიცი, უნდა გამოვრიცხო.
დარჩა რამდენიმე მილიონი... მაგრამ ამ მილიონობით ქალიდან 99 პროცენტი საქართველოში არ ცხოვრობს, ალბათ... შესაბამისად, სადღაც 1 პროცენტი შანსია იმისა, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთება.

მაშასადამე, არჩევანი უნდა გავაკეთო ასე, ათასამდე მშვენიერ (ჩემი აზრითა და გემოვნებით) გოგონას შორის.
აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. ამ გოგოების უმეტესობა, 90 პროცენტი მაინც, გარეგნულად რომ ლამაზია, ხმა არ უვარგა, ხმა თუ უვარგა, ქცევები არ უვარგა, ქცევებიც თუ კარგი აქვს, მეტისმეტად უინტელექტოა, მაგრამ თუ ინტელექტიანია, მაშინ, შესაძლოა, ცუდი ხასიათი ჰქონდეს და თუ ხასიათმაც ხელი შეგვიწყო, დიდი შანსია, განსხვავებული შინაგანი სამყარო და მისწრაფებები გააჩნდეს.

კარგი, დავუშვათ, დავედით იმ ათზე ნაკლებ იდეალურ გოგონამდე, რომელიც დაფანტულია, ძირითადად, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში (იმიტომ, რომ საზღვარგარეთელებთან შეხვედრის ალბათობა ნაკლებია, როგორც ზემოთ აღინიშნა).
რა შანსია, რომ ვიპოვო რომელიმე მათგანი და რომც ვიპოვო, ხომ შეიძლება ბედისწერამ და ცხოვრების უკუღმართობამ დაგვაშოროს (აი, პუშკინის "ქარბუქში" რომ არის ისეთმა) და საერთოდ, ხომ რჩება 0.01 პროცენტი შესაძლებლობა იმისა, რომ იმას არ მოვეწონო, ან მე შევიცვალო აზრი?!

დიდი ოხერი რამეა, მოკლედ, ეს ორმხრივი სიყვარული!
This post has been edited by varisvincvar on 5 Apr 2013, 19:08