საიტის ლინკი :
http://www.besmart.geმიზნები:
ჩვენ ვთვლით რომ დაზოგილი ფული გამომუშავებული ფულია და აქტიურად ვნერგავთ ამ მცნებას მასებში. პროექტის დაწყებიდან ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ პროექტის საფუძვლიანობაზე, რაიმე სახის
გადაჭარბებების გარეშე. სხვა კომპანიებთან შედარებით ჩვენი ორგანიზაციის
მისიის შესრულებისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და თავს ვარიდებთ რაიმე სახის გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და სახსრების უგუნურ გაფლანგვას.
BeSmart–ზე რეგულარულად ჩნდება სპეციალური შემოთავაზებები, რომელთა პირობების თანახმად თქვენ საშუალება გაქვთ შეიძინოთ კუპონები 50% და 90%–ანი ფასდაკლებებით. ჩვენ ყოველთვის ვმართავთ ახალ–ახალ და საინტერესო აქციებს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ კაფეში ან რესტორანში, სილამაზის ან სპა სალონში, ბოულინგში ან კინოთეატრში შესასვლელი და სხვა სახის კუპონი.
შეიძინეთ კუპონები თქვენთვის ან საჩუქრად, მარტივი მოქმედებით – მხოლოდ დააჭირეთ ღილაკს „შეძენა“ და შეარჩიეთ თქვენთვის გადახდის მოსახერხებელი საშუალება (საბანკო ბარათით, გადასახდელი ტერმინალებით და სხვა).
გამოიყენეთ კუპონი! მხოლოდ წარადგინეთ კუპონის ნომერი რომელიმე დაწესებულებაში.
ყველაფერი ძალიან მარტივია!
რატომ გვაქვს დიდი ფასდაკლებები?
ჩვენ უშუალოდ ვთანამშრომლობთ თითოეულ ჩვენს პარტნიორთან და ისევ ჩვენი მომხმარებელთათვის – თქვენთვის ვათანხმებთ საუკეთესო, ხელსაყრელ პირობებს. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს გარკვეული რაოდენობის კლიენტების მოზიდვაზე. ამის სანაცვლოდ კი ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ ყველაზე საუკეთესო პირობებს: ამას ჰქვია კოლექტიური (საბითუმო) შეძენა.
რა არის კუპონი?
კუპონი – არის სერთიფიკატი, რომელიც გაძლევთ კონკრეტულ შეთავაზებებში აღწერილი მომსახურების მიღების უფლებას.
როგორ გადაიხადოთ კუპონის საფასური?
არსებობს რამოდენიმე გადახდის საშუალება:
საბანკო ბარათით;
გადასახდელი ტერმინალებით;
ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან სახლზე კუპონის მიწოდებისას.
კვლავ გაქვთ კითხვები? რაიმე დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ჩვენი ვებგვერდის «კითხვა პასუხები»–ს განყოფილებას.
http://www.besmart.ge