სრული სახელი : Associazione Sportiva Roma
ზედმეტსახელი : Giallorossi (წითელ-ყვითლები), La Magica (ჯადოქრები), I Lupi (მგლები)
დაარსების თარიღი : 1927 წლის 22 ივლისი
ფერები : ყვითელი და წითელი
პრეზიდენტი : ტომას დი ბენედეტო
მწვრთნელი : ზდენეკ ზემანი
სტადიონი : Stadio Olimpico (72,698 მაყურებელი)
ბაზა : Trigoria
გუნდის ლოგო ოფიციალური ვებ გვერდი http://www.asroma.it/ ქართულენოვანი ვებ გვერდი http://www.asroma.ge/ სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთვარსკვლავიანი სტადიონი. სტადიონის მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. სტადიონზე გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. სტადიონზე 1977 და 1984 წლებში გაიმართა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრები და 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, ასევე აქ გაიმართა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა.
ისტორია რომა დაარსდა 1927 წლის 22 ივლისს. დასაწყისში რომა არ თამაშობდა სტადიო ოლიმპიკოზე, მხოლოდ 1952 წლიდან მოიპოვა ამის უფლება, როდესაც დაამტკიცა რომ რომის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ!
Serie A-ში რომას დებიუტი შედგა 1929 წელს. 1931 და 1936 წლებში გახდა იტალიის ვიცე-ჩემპიონი. პირველი სკუდეტო მოიპოვა 1942 წელს.
1951 წლის სეზონის შემდეგ სამწუხაროდ აღმოჩნდა Serie B-ში. თუმც მომავალ წელს უკვე დაუბრუნდა Serie A-ს. Serie A-ში დაბრუნების შემდეგ რომა რეგულარულად ხვდება საუკეთესო გუნდების სიაში. 1963-1979 წლები არის შავი პერიოდი რომას ისტორიაში, როდესაც ის ვეღარ ახერხებდა წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას.
80-იან წლებში რომა ბრუნდება წინა პლანზე. რომას შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა ბრუნო კონტი, აგოსტინო დი ბარტოლომეი, რობერტო პრუცო და განუმეორებელი ბრაზილიელი - ფალკაო.
1983 წელს რომამ მოიგო მეორე სკუდეტო (აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სატურნირო ცხრილში გადაასწრო ტურინის იუვენტუსს, რომელსაც იმ პერიოდში პლატინი კაპიტნობდა). 1984 წელს გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ სამწუხაროდ მარცხდება ლივერპულის წინააღმდეგ პენალტების სერიაში. 80-იან წლებში რომამ ოთხჯერ შეძლო იტალიის თასის მოგება. მგლები დომინირებდნენ იტალიის ჩემპიონატს სანამ, ასპარეზზე არ გამოჩნდნენ მარადონას ნაპოლი და მარკო ვან ბასტენის მილანი. 90-იანი წლების დასაწყისში რომა ვეღარ ახერხებს იტალიის ჩემპიონატის სათავეში დარჩენას.
90-იანი წლებში რომამ ერთადერთი ტიტულის მოგება შეძლო: იტალიის თასი 1991 წელს.
რომას ოქროს ხანა (2000-იანი წლები) 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში რომა საგრძნობლად გაძლიერდა. გუნდში გამოჩნდა რომას საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც გუნდი გამარჯვების მწვერვალზე აიყვანა. (ამის გამო ტოტი დაასახელეს კიდეც რომას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად).
2001 წელს რომაში გადმოვიდა გაბრიელ ბატისტუტა. თავდასხმის ტრიო - ბატისტუტა, მონტელა, დელვეკიო, ამას დამატებული წინწაწეული ნახევარმცველი პლეიმეიქერი ტოტი და რომა გახდა შეუჩერებელი გუნდი! ამ წელს ვერავინ შეძლო რომას შეჩერება და 2001 წელს გუნდმა მოიპოვა მესამე სკუდეტო.
Few words about Capitano! 1996 წელს ტოტი იგებს პირველ ტიტულს კარიერაში: ბარსელონაში, იტალიის 21 წლამდე ნაკრებთან ერთად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.
ზდენეკ ზემანის დროს, ტოტი იხვეწება როგორც შემტევი ფეხბურთელი, კაპელოს დროს კი ტოტი საბოლოოდ ყალიბდება როგორც გუნდის ნამდვილი ლიდერი და ძირითადი ფიგურა გუნდის ტაქტიკურ მონახაზში. სწორედ კაპელოს დროს, ტოტის კაპიტნობით მოიპოვა რომამ სკუდეტო (2001 წელს).
ტოტი ყალიბდება იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავად. მის მიმართ სიმპატია და ინტერესი იზრდება მას შემდეგ, რაც ტოტი კარიერის ბოლომდე ერთგულებას აღუთქვამს რომას. ტოტის ჰქონდა უამრავი შემოთავაზება მილანიდან, იუვენტუსიდან, რეალიდან. თუმცა ტოტიმ ფულს მშობლიური კლუბი ამჯობინა.
2000 წელს ტოტიმ გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონატზე და მოგვევლინა იტალიის ნაკრების უდავო ლიდერად. დასანანია რომ იტალიამ ვერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, თორემ ტოტის ექნებოდა დიდი შანსები გამხდარიყო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა იმ წელს ზიდანმა არავის დაუთმო პირველობა.
2001 წელს როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტოტი იგებს მის პირველ სკუდეტოს.
ამ წლის შემდეგ, რომა სისტემატიურად იბრძვის ჩემპიონობისათვის და არასოდეს დაუტოვებია ოთხეული.
2005 წლიდან გუნდში მწვრთნელად მოდის ლუჩიანო სპალეტი და ტოტის უწევს რადიკალურად შეცვლა. სპალეტის ტაქტიკურ მონახაზში ტოტის თავდამსხმელის ადგილი უკავია. ტოტი ამ მოვალეობასაც შესანიშნავად გაართმევს თავს და უამრავ გოლს გაიტანს მომდევნო სეზონებში.
2006-2007 წლების სეზონში ტოტი ხდება იტალიის და ევროპის საუკეთესო ბომბარიდირი და მოიპოვებს ოქროს ბუცს.
2008 წლის იანვარში ტოტი გაიტანს თავის მე-200 გოლს რომას შემადგენლობაში.
2008 წლის 9 მარტს, ის ატარებს თავის მე-500 მატჩს რომას შემადგენლობაში.
2007 წელს ტოტიმ უარი თქვა ნაკრებში თამაშის გაგრძელებაზე, რამაც ძალიან დაწყვიტა გული იტალიელ ტიფოზებს. მისი მონაგარი ეროვნულ ნაკრებში, რომასთან შედარებით მცირეა: 58 თამაში, 9 გოლი და რაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
რეკორდები სახლში • ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება Roma - Cremonese / რიმა - კრემონეზე (1929 წლის 13 ოქტომბერი)
9 - 0
• ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი Roma - Torino / რომა - ტორინო (1947 წლის 5 ოქტომბერი)
1 - 7
• ყველაზე უხვგოლიანი ფრე Roma - Catania / რომა - კატანია (1964 წლის 31 მარტი)
4 - 4
Roma - Napoli / რომა - ნაპოლი (2007 წლის 20 ოქტომბერი)
4 - 4
გასვლაზე • ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება Alessandria - Roma / ალესანდრია - რომა (1935 წლის 6 იანვარი)
1 - 6
• ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი Juventus-Roma / იუვენტუსი - რომა (1932 წლის 6 მარტი)
7 - 1
• ყველაზე უხვგოლიანი ფრე Milan - Roma / მილანი - რომა(1935 წლის 27 იანვარი)
4 - 4
Chievo Verona - Roma / კიევო - რომა (2006 წლის 30 აპრილი)
4 - 4
ტიტულები ეროვნული ტიტულები Serie A: Winners (3): 1941–42; 1982–83; 2000–01
Coppa Italia: Winners (9): 1963–64; 1968–69; 1979–80; 1980–81; 1983–84; 1985–86; 1990–91; 2006–07; 2007–08
Supercoppa Italiana: Winners (2): 2001; 2007
Coppa C.O.N.I. Winners (1): 1928
Campionato Italiano di Serie B: Winners (1): 1951–52
საერთაშორისო ტიტულები Inter-Cities Fairs Cup Winners (1): 1960–61
Torneo Anglo-Italiano Winners (1): 1971–72
რომას ჰიმნი ტექსტი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Roma Roma Roma core de 'sta Citta unico grande amore de tanta e tanta ggente che fai sospira Roma Roma Roma lassace canta, da 'sta voce nasce n'coro so' centomila voci ciai fatto 'nnamora. Roma Roma Roma, t'ho dipinta io gialla come er sole rossa come er core mio Roma Roma Roma nun te fa 'ncanta tu sei nata grande e grande hai da resta Roma Roma Roma core de 'sta Citta unico grande amore de tanta e tanta gente m'hai fatto 'nammora
შემდაგნელობა მეკარეები მცველები ნახევარმცველები თავდამსხმელები 2012-2013 წლების სეზონის რომას სათამაშო ფორმა
წინა თემები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by FinaLLe on 30 Oct 2012, 00:02