ცოტა ფილოსფიურად მივუდგეთ თემას.
ყველამ ვიცით რომ სიცოცხლის ფორმები დედამიწაზე ორგანული ქიმიაა, რეალურად ადამიანი არის ორგანული ნივთიერებების შერევის შედეგად მიღებული ქიმიური რეაქციების პროდუქტი.
როცა რაიმეს ვჭამთ (99% სხვა სახის, ასევე ორგანული ქიმიის სახის სიცოცხლეს + მინერალები) ჩვენი კუჭი მჟავების და სხვა ნაერთების დახმარებით გარდაქმნის და იღებს სხვა პროდუქტს, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის ასაშენებლად იყენებს.
ყველაფერი რაც ვიცით და ვგრძნობთ, რეალურად არის ტვინში და ფუნქციონირებს ნერვული სისტემის გამოყენებით, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე ორგანული ქიმიაა.
კერძოდ ტვინი კი ინფორმაციის შემნახველი და გადამამუშავებელი კომპიუტერია და ნეირონების მოკლეჩართვებით მუშაობს.
თუ შეგიძლია ამ ჩართვების სიმულაცია და ტვინისთვის გადაცემა, მაშინ შეძლებ ნებისმიერი რამე დაანახო, აგრძნობინო ან გააკეთებინო ადამიანს, ანუ დანარჩენ ორგანოებს.
აი ისიც, რასაც როგორც წესი აღვიქვამთ ჩვენს თავად და თვითონ ეს აღიქვამს თავის თავს ამად, ასე ვთქვათ, ტვინმა თვითონ დაარქვა საკუთარ თავს სიტყვა ტვინი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა ორგანულ ქიმიას აქვს თავისი უპირატესობა, კერძოდ შეუძლია ქიმიური რეაქციებით გამრავლდეს - ის მაინც ძალიან მსხვრევადია. ყველამ იცის, საკმარისია ჩაქუჩი თავში და სიცოცხლის ფორმა განადგურდება.
შედარებისთვის, უფრო მარტივი სიცოცხლის ფორმას - რომელიმე ხეს მაგალითად, გაცილებით დიდხანს და გამძლედ შეუძლია არსებობა.
ადამიანი კი ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ცნობილი, ყველაზე განვითარებული ინტელექტის სიცოცხლის ფორმაა, ამიტომ მან თავის ამ მინუსებს პროგრესი დაუპირისპირა.
პირველ რიგში, ეს იყო წამლები, მაგრამ ბოლო წლებია რაც სულ უფრო ძალას იკრებს ორგანოების ბეჭვდის ტექნოლოგიები, მაგალითად მალე შესაძლებელი გახდება ღვიძლის ამობეჭვდა, ხოლო გულის გადანერგვის ოპერაცია დიდი ხანია ცნობილია და ის ხშირად ნაცვლდება მექანიკური ტუმბოთი, რომელიც გულის მოვალეობას ასრულებს.
რას ნიშნავს ეს? იმას რომ ორგანული ქიმიის ნაყოფი - გული, ჩანაცვლდა მექანიკური გულით, ცხადია მას ენერგია გარე წყაროდან მიეწოდება, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება ენერგია მიიღოს ორგანიზმიდანვე... შესაძლებელი იქნება თუ არა:
ყველა სხვა ორგანო ჩავანაცვლოთ მექანიკური, უფრო გამძლე და დიდ ხნიანი "ნაწილებით"
უფრო შორს წავიდეთ
ყველა სხვა ორგანო, არამარტო უფრო გამძლე, არამედ უფრო ეფექტური "ნაწილებით" რომ ჩავანაცვლოთ... სისხლძარღვები, რომელიც საკმარისად ელასტიურია, უფრო დიდი რაოდენობის სისხლს გადაქაჩავს... შემდეგ სისხლი ჩანაცვლდეს უფრო ეფექტური მატარებლით, ნაერთით რომელიც უფრო ბევრ, უფრო დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტით ხასიათდება.
ანუ რობოტი, რომელიც ისევ ადამიანის ნაწილებით არის აღჭურვილი, ოღონდ არა-ორგანული, არამედ მექანიკური ანალოგებით. ის პრაქტიკულად უკვდავია, ნებისმიერი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია, უფრო სწრაფად გადაადგილდება (თუნდაც დაფრინავს) უფრო მძლავრი პროცესორი აქვს ტვინში და მისი მეშვეობით უფრო მძლავრ პროცესორს იგონებს, ხოლო მთელ თავის მეხსიერებას დეცენტრალიზებულ მყარ დისკებზე ინახავს, სადაც მუდმივი backup აქვს, ის უკვე აღარ ჭამს და ენერგიას მზისგან იღებს, მოგვიანებით კი მზეც აღარ სჭირდება, არსებულ ენერგიას ფორმას უცვლის და თანაბრად ანაწილებს ყველა მისნაირ ერთეულს შორის,
ბოლოს კი ყველა ერთეული ერთ მთლიან სუპერგონში ერთიანდება, რომელიც უკვე აღარ არის ლოკალიზებული ერთ ადგილას, ის მთლიანი პლანეტაა, რომელიც ფიქრობს.
და სხვა ვარსკვლავს ისრუტავს, ენერგიის ფორმის შესაცვლელად, რომ უფრო დიდი ინტელექტის გახდეს, შემდეგ უფრო დიდს და ბოლოს ცვლის სამყაროს. მთელი სამყარო გონებრივი ენერგიის სუპერფორმად გარდაიქმნება.
ოკ წავედი ეხა მშია.