რატომ დუმს ხალხი - ბავშვებში გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები გახშირდა?
05-04-2013
"სახლში აღარავინ დაგვხვდა, თორემ უნდა გამოგვეყვანა და ქვებით იქვე ჩაგვექოლა დედ-მამიანად"
"ბავშვებმაც გაამხილეს, რომ თავიანთ თანაკლასელს ცემით აიძულებდნენ, მეორე თანაკლასელზე სექსუალური ძალადობას შეშვებოდა. "
"მსგავსი ფაქტები სკოლებში სხვაგანაც ბევრი ხდება. ოღონდაც არ ხმაურდება, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. ასეთია რეალობა!"
როგორც იმ დღეებში დაიწერა, აღნიშნული ფაქტი სწორედ თქვენ გამოააშკარავეთ.
- როცა დაფიქსირდა, რომ სამი დღის განმავლობაში ეს ბავშვი და მისი კლასელები გაკვეთილებზე აგვიანებდნენ, სიტუციის გარკვევა დავიწყე, ბავშვები მოვიკითხე და ვნახე რომ ეს მოსწავლე ნაცემი და დალურჯებული იყო. ამის შემდეგ დავუკავშირდი მათ მშობლებს, - შვილებს თავდაპირველად თქვენ დაელაპარაკეთ და გაიგეთ, მათ თავზე რა ხდება-მეთქი. ნაცემი ბავშვის დედაც გავაფრთხილე, - შენს შვილს აუცილებლად ათქმევინე, რა დაემართა-მეთქი. თურმე მშობლებს ეუბნეოდა, - ღობიდან გადავხტი და იმიტომ ვარ დალურჯებულიო. რამდენჯერ უნდა გადამხტარიყო ღობიდან რომ ასეთი დალურჯებული ყოფილიყო! მერე სხვა ბავშვებმაც გაამხილეს, რომ თავიანთ თანაკლასელს ცემით აიძულებდნენ, მეორე თანაკლასელზე სექსუალურ ძალადობას შეშვებოდა.
- თქვენ თანაკლასელებზე საუბრობთ, მაგრამ პირველი ინფორმაციით საზოგადოებამ იცოდა, რომ უფროსკლასელისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, არა თანაკლასელი, არამედ მესამეკლასელი იყო.
- ეს რეალობას არ შეესაბამება. ექსპერტიზამ მესამეკლასელზე ძალადობა არ დაადასტურა. როგორც გაირკვა, აღნიშნული უფროსკლასელის მხრიდან იყო მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისკენ მიმართული სექსუალური შინაარსის ძალადობრივი მუქარა და დაცინვა. საუბედუროდ, თითქმის ერთი წლის მანძილზე.
- და ამ ხნის განმავლობაში, სოფელში, სადაც ყველამ ერთმანეთის ყველაფერი იცის, არავინ იცოდა ეს ამბავი, არც ბავშვები ამბობდნენ რაიმეს?!
- ასე გამოდის. ჩვენი სოფელი პატარა სოფელი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი აღნიშნული მოსწავლის მხოლოდ უბანში ხდებოდა. და მაინც არავინ არაფერი იცოდა. ამას არც მცირეწლოვნები ბავშვები ამხელდნენ, არც ის უფროსკლასელი, რომელიც დაზარალებულად ითვლება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ არც ამ უკანასკნელთან დაკავშირებით დაადასტურა სექსუალური ძალადობა და საქმე დაიხურა.
- აბა, რა დაადასტურა?
- როგორც გამოძიებით დადგინდა ეს იყო მხოლოდ "თამაში".
სრულად:
http://www.kvirispalitra.ge/politic/16509-...gakhshirda.html