გამარჯობათ!! რა მაინტერესებს 20 წლიანი გამოცდილებით რომ ხარ, მართლა პროფესიონალი მზარეული და ევროპის ყველა ქვეყანაში რომ უპრობლემოდ ნახულობ სამსახურს.. საქართველოში რატომ არ არის მაღალი ანაზღაურება?
არა და ქართველებს ერთ-ერთი ეგ გვაქვს საამაყო რომ უგემრიელესი სამზარეულო გვაქვს მსოფლიოში, ხოდა თუ არ დავაფასეთ ეს პროფესია ჩემი აზრით ისეთი ადამიანი ვიზეც მე ეხლა ვლაპარაკობ უბრალოდ ადგება და სხვა პროფესიას ნახავს... ახალი თაობა კი...

დარჩება მშიერი!!

ამიტომ ხალხო იქნებ გაიღვიძოთ ჰააა???
ფულის შოვნა კი გიყვართ რესტრორნის მფლობელებს მაგრამ ძალიან ხშირად ''გაგირბიან'' მზარეულები და ეს მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება, იმიტომ რომ ძალიან მიზერი აქვს დღეს მზარეულს ხელფასი!!
ხალხს კიდე უკვირს, როდესაც რესტორანში საჭმელი არ მოეწონება და მზარეულს იწუნებე, იქნებ დაფიქრდნენ?? დასაწუნი ის მეპატრონეა, ვინც არაპროფესიონალ მზარეულებით გაავსებს სამზარეულოს, რათა მათ დიდი ანაზღაურება არ მისცეს..
მე იმდენად სამსახურის ნახვის იმედით კი არა , უბრალოდ სიბრაზის განსაქარვებლად ვწერე ამდენი .. არც იმის იმედი მაქვს რომ ამას კომპეტენტური ადამიანი წაიკითხავს ან მის ყურამდე მაინც მივა..
უბრალოდ მწუხვარ, რადგანაც სულ უახლოეს მომავალში, თუ ეს არ გამოსწორდება - არაპროფესიონალი ასწავლის და გაზრდის არაპროფესიონალს, ის კიდე შემდგომ თაობის მზარეულს გაზრდის და ასე...
მოკლედ დროთაგანმავლობაში ალბათ გემოვნებაც გაგვიფუჭდება და მერე ვეღარც შევამჩნევთ - ქაბაბს ვჭამთ თუ შაურმას..
გისურვებთ ყოველივეს კარგს, ღმეთი ფარავდეს საქართველოს!
პატივისცემით V