ჩვენი სახელმწიფოს დაბადების დღე 9 აპრილია, და არა 26 მაისი.
მნიშვნელოვანია: არა 1989 წლის 9 აპრილი, არამედ 1991 წლისა."პასპორტში" ეს გვიწერია, და სხვებმაც ასე იციან.
...
ძველი პარლამენტის წინ ახლაც დგას ძეგლის მაგიერი მახინჯი კონსტრუქცია. ზოგიერთმა "ჭკვიანმა" თქვა - მოდით, ბარემ დავტოვოთ და ეგ იყოს ძეგლი, შევეჩვიეთო.

შევარდნაძის დროს და მისი დავალებით ამუშავებდნენ ძეგლის პროექტს. მოეწონათ, თუ გახსოვთ, ვიღაც ღრმად ხანშიშესული მოქანდაკის პროექტი (მისი პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებები ავტომატურად გასაგები იყო), რომელიც გამოსახავდა უკიდურესად დამამცირებელ სიუჟეტს - თავდაღმა დამაგრებულ იკაროსს, რომელიც ისე იყო მირჭობილი სვეტზე, მკვდარ პეპლებს რომ არჭობენ ქინძისთავით. უფრო შეურაცხმყოფელი ნაგულისხმევი შინაარსი იყო (სხვათა მიერ არაერთხელ ნათქვამიც): ამ ტუტუცმა ახალგაზრდებმა არ დაუჯერეს ბრძენი უფროსი თაობის შეგონებებს და თავი წააგესო.
ეს ბრძენი თაობა ძალიან "დამგლოვიარებული" იყო 9 აპრილს დაღვრილი სისხლის გამო. შემდეგ არაერთხელ გაუსვა ხაზი "ექსტრემისტი" გამსახურდიას "მოყვანის" საქმეში ამ სისხლის მნიშვნელობას. ერთი დღით ადრე კი ისინი აღშფოთებულნიც იყვნენ "ექსტრემისტული" მიტინგით. რა გასაკვირია, რომ მათ "იკაროსი" მოსწონებოდათ, - მათთვის ხომ თავად პროტესტის საგანი იყო მიუღებელი.
ბედნიერებაა, რომ ამ საზიზღრობას მაინც ავცდით.
...
მარაზმმა იმძლავრა, და როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს, მათ შორის - საინფორმაციო სააგენტოების რეპორტაჟებშიც (მაგ. საქინფორმი) არაერთხელ იყო თვალების ახვევის მცდელობა - მტკიცება, თითქოს დამოუკიდებლობა "1991 წლის
26 მაისს" გამოცხადდა.

ეს 9 აპრილთან ბრძოლის მორიგი შეგნებული ხერხი იყო. ეს აბსურდი თითქმის ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა ბევრის მეხსიერებაში უკვე ჩაჯდა.
26 მაისი ნამდვილად დიდი დღეა საქართველოს ისტორიაში. ის აღიარებულია კონსტიტუციით. 9 აპრილის აქტში მითითებულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა 26 მაისის აქტის საფუძველზე ხდება.
მაგრამ ახლა 26 მაისი ფაქტიურად არის დამოუკიდებლობის დღე იმ სახელმწიფოსი, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს.
თავის დროზე ის სახელმწიფო გამოცხადდა ნაძალადევად და დიდი ხალისის გარეშე მათგან, ვინც გამოაცხადა.
მათ ვერ მოუარეს იმ სახელმწიფოს, ის მოკვდა და შემდეგ დაიბადა ახალი.
მემკვიდრეობაზე თუა ლაპარაკი, თითქმის ანალოგიურად შეიძლებოდა სხვა საეტაპო თარიღების აღნიშვნა, რომელთაც მსგავსი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის.
26 მაისი არის შეწყვეტილი დამოუკიდებლობის სიმბოლო.
უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 9 აპრილი არის მოქმედი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის რეალური თარიღი.
როდესაც შევარდნაძესა და გამსახურდიას ყოფილ ოპოზიციას დასჭირდათ რუსების წინააღმდეგ რაღაც (მათთვის საძულველი) მომენტების "ამოწევა", მათ მიმართეს 31 მარტის რეფერენდუმს და 9 აპრილის აქტს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხშირად მაოცებდა (მერე შევეჩვიე), - რატომაა, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობას არ უყვარს, ან არ თვლის საჭიროდ ციტატის ზუსტი სახით მოყვანას. ქართული მედიის მიხედვით, "ზვიადისტურების" ჩათვლით, შევარდნაძემ იმ გამოსვლაში, რომლითაც მოახდინა რეფერენდუმის "ამნისტია", თურმე თბილად ილაპარაკა ზვიადზე და ღირსეულად დააფასა მისი წვლილი რეფერენდუმის გამართვაში. ამასთან, მისი სიტყვები ყველგან "ციტატებად" იყო მოტანილი. მაგრამ შევარდნაძემ მაშინ, არსებითად, სულ სხვა რამე თქვა, - გაქვავებული სახით, გაყინული თვალებითა და ცივი ინტონაციით:
"რომ არ ყოფილიყო ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის დუმის დადგენილება, შეიძლება არც ყოფილიყო აუცილებლობა, ეს დღე გაგვეხსენებინა".
აი, ეს იყო მისი ნამდვილი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი (და 9 აპრილზე აღარცაა ლაპარაკი), მას ეს დღე გასახსენებლადაც კი ეზარებოდა და ეჯავრებოდა!
უკანასკნელს უბრალოდ ვერ აუარეს გვერდი. მაგრამ შესაბამის დადგენილებაში მას ჩახლართულად ეწოდა "სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე". ეს იმისათვის, რომ არ ეხსენებინათ ცალსახა ფაქტი: ეს დღე არის არა "აქტის მიღების დღე",

არამედ თავად დამოუკიდებლობის დღე.
...
დამოუკიდებლობის გამოცხადებისას თვით ზვიად გამსახურდიასაც არ უფიქრია, ბოლომდე ეთქვა სათქმელი, კრძალვითა და რიდით მოიხსენია დაღუპულები და ისა თქვა, ამით საკადრის პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნასო.
როცა
პატივის მიგებაზეა საუბარი, და ძეგლია აღსამართავი, -
ეს ძეგლი უკვე 22 წელია აღმართულია, და ესაა ყველა მატერიალურ ძეგლზე საუკეთესო ძეგლი, რაც კი შეიძლება არსებობდეს! ესაა დამოუკიდებლობის ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაული, როცა თავისთავად იგულისხმება 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლიც. და ეს იქნება არა გლოვა და მწუხარება (რომელ გადახრასაც დღემდე აქვს ადგილი ამ დღეს), არამედ მათი ხსოვნის მართლაც საკადრისი დიდება. თავად ეს დღესასწაული იქნება
მათი ღვაწლის თვალსაჩინო შედეგი. ეს მათი ოჯახებისთვისაც სავსებით მისაღები და მოსაწონი უნდა იყოს.
კიდევ შეგახსენებთ: ლაპარაკია 1991 წლის 9 აპრილზე.
26 მაისი შეიძლება დარჩეს უქმე და თუნდაც საზეიმო დღედ - როგორც (პირველი)
რესპუბლიკის დღე.
____________________
სასურველია, პასუხები არ იქნას გაცემული "ზვიადისტობის" ან "არაზვიადისტობის" მიხედვით.
This post has been edited by ErK on 8 Apr 2013, 05:53