
ეჰმ.. მოკლედ...
ბევრი ვებრძოლე ჩემს სიზარმაცეს და ბოლოს გადავწყვიტე ამეტვირთა ეს ჩემი აზრით საინტერესო ფილმი.
ფილმის ავტორია ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და პარალელურად კათოლიკე მონაზონი უენდი ბეკეტი. 5 საათის განმავლობაში ის მოგვითხრობს ევროპული მხატვრობის ისტორიას დასაბამიდან დღემდე. რა თქმა უნდა 5 საათში მთელ მხატვრობას ვერ ჩაატევ მაგრამ სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით უენდი ბეკეტის ექსკურსი მე პირადად მისი უშუალობით და უმმმ.. როგორ ვთქვა... ცოტა დილეტანტურობით მხიბლავს...მისი თხრობა თავისუფალია პროფესიონალური ჟარგონისა და სნობური ქედმაღლობისაგან რითაც ეს უდიდესი სულიერებისა და ინტელექტის (ოქსფორდის განათლება

) მქონე ქალბატონი ახერხებს სწორად მოიტანოს ჩემნაირ "ქეჟუალ" მაყურებლამდე სახვითი ხელოვნების არსი და მომხიბვლელობა. ნუ არაფერს ვამბობ იმ შურზე რასაც იწვევს
კათოლიკე მონაზონის ხილვა რომელიც აღტაცებით საუბრობს მანეს "ოლიმპიასა" და პიკასოს "ავინიონელ გოგონებზე"... ჭეშმარიტად, ნამდვილი ქრისტიანისათვის უცხოა ფანატიზმი და შუასაუკუნეობრივი სიბნელე... თუმცა მე ალბათ თემას გადავუხვიე

მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ ამ ფილმის ნახვამდეც ასე თუ ისე ვორიენტირებდი მხატვრობაში მე პირადად აღტაცებული დავრჩი ამ პროგრამის ხილვით, ნამდვილად უამრავი რამ გავიგე და ვისწავლე და, ყველას, განსაკუთრებით კი დამწყებებს, ვურჩევ ამ ფილმების ნახვას, რათა ზოგადად გაერკვენ ევროპული მხატვრობის სხვადასხვა ეტაპებსა და ძირითად მიმდინარეობებში. და ნუ პრინციპში არც პროფესიონალები და "რაც მაგრები ვართ" პროფესორები დაკარგავენ ბევრს თუ ერთხელ კიდევ გადაავლებენ თვალს მსოფლიო საგანძურს

ფილმი ატვირთულია სამ ნაწილად და შედგება 10 სერიისაგან
1.The Mists of Time (ისტორიამდელი პერიოდი, ეგვიპტე, ანტიკური საბერძნეთი და რომი, ადრეული შუასაუკუნეები)
2.The Hero Steps Forth (ჯოტო -რეალიზმის ფუძემდებელი, ბოსხის გოტიკური სამყარო)
3.The Age of Genius (იტალიური აღორძინების ბრწინვალება - ლეონარდო, მიქელანჯელო და სხვები)
4.Two Sides of the Alps (ვენეცია - ტიციანი, ვერონეზე; ჩრდილოური რენესანსი - ალბრეჰტ დიურერი, ჰანს ჰოლბეინ უფროსი )
http://www.megaupload.com/?d=CH8PIXBJ
5.Passion & Ecstasy (ბაროკო - კარავაჯო, გვიდო რენი, ელ გრეკო, რუბენსი)
6.Three Golden Ages (ჰოლანდია - რემბრანდტი, ვერმეერი; ესპანეთი - ველასკესი; საფრანგეთი - პუსენი, ლორენი)
7.Revolution (ფრანგული როკოკო - შარდენი, დავიდი, ენგრი და ინგლისური სული - რეინოლდსი, სტაბსი, გეინსბორო)
http://www.megaupload.com/?d=I1MVVMJT
8. Impressions of Light (იმპრესიონიზმი - მანე, რენუარი,მონე; პოსტიმპრესიონიზმი - გოგენი, ვან გოგი)
9. A New pair of Eyes (თანამედროვე მხატვრობის გიგანტები - სეზანი, პიკასო, მატისი, დალი)
10. The Never-Ending Story (კულტურული გაცვლა ევროპა -ამერიკა: აბსტრაქციონიზმიდან (პოლოკი, როტკო) მინიმალიზმამდე (ფრენკ სტელარი, აგნეს მარტინი) და პოპ არტამდე (უორჰოლი, ჯესპერ ჯონსი)
http://www.megaupload.com/?d=NJHX8GB0

p.s. დარიპვისას შემეშალა და სათაურად Story of Art დავარქვი ფაილებს. მომიტევეთ.
p.p.s. აუდიტორიის განსწავლულობას ანგარიში გავუწიე და რუსული ვერსია ავტვირთე
p.p.p.s. ფაილები მეგააფლოუდზეა ატვირთული. მთელი ჩემი პატივისცემის-და-მიუხედავად ვერანაირად ვერ ავტვირთავ ლოკალურ ცოცხალმკვდარ ფაილ სერვერებზე. მაგისი არც დრო მაქვს და არც ნერვები.
enjoy

This post has been edited by nakash on 29 Jun 2009, 01:55