სამსახურიდან გათავისუფლებული ქალი პოლიციის შენობის მეორე სართულიდან გადახტა
19:37 08.04.2013
ხობის პოლიციის შენობის მეორე სართულიდან გადახტა სამსახურიდან გათავისუფლებული ხობის პოლიციის კანცელარიის უფროსი ნანი გაბუნია.
ამის შესახებ ,,ნიუპოსტს" ხობიდან ინციდენტის თვითმხილველებმა აცნობეს.
ნანი გაბუნია მოტეხილობისა და სხვა დაზიანების გამო რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს ხობის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილებაში.
თუმცა, როგორც ,,ნიუპოსტის'' კორესპონდენტს ნანი გაბუნიამ განუცხადა, ის არ გადმომხტარა პოლიციის მეორე სართულიდან, არამედ ფეხი დაუცდა და დაცემის დროს ხელი მოიტეხა.
იგივეს ადასტურებს ხობის პოლიციის თანამშრომელიც.
როგორც ,,ნიუპოსტისთვის" გახდა ცნობილი, ნანი გაბუნია თანამშრომლებთან პირად საუბარში აცხადებდა კიდეც, რომ თუ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თავის მოკვლა მოუწევდა.
,,ნიუპოსტი'' დაუკავშირდა შსს-ს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელმაც ,,ნიუპოსტთან'' საუბარში აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.
http://www.newposts.ge/politika/10631-2013...8-15-42-02.htmlპს: აბა თქვენ იცით , ისეთი პირობები უნდა შექმნათ რაც შეიძლება მეტი გადმოხტეს, ედიკას არ ჩამორჩეთ , მაშინ უფრო მეტი ხტებოდა