
კავკასიის და შავი ზღვის ქვეყნების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია, 2006 წ, ნოემბერი
უხსოვარი დროიდან ცნობილი მოაზროვნენი და მოგზაურნი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კავკასიას და კერძოდ საქართველოს მსოფლიოს გეოგრაფიულ, კულტურულ თუ გეოპოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილმდებარეობა უკავია. ბევრი თქმულა და დაწერილა იმის შესახებაც, რომ მას შემდეგ, რაც დედამიწა კონტინენტებად დაიყო, საქართველოს ხან აზიას მიაკუთვნებდნენ, ხან ევროპას და ხანაც შუაზე გაჰყოფდნენ ხოლმე. ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად ოდნავი შუქი მოვფინოთ ოქროს კვეთის პროპორციების საფუძველზე ევრაზიის გზაჯვარედინზე მდებარე კავკასიას – საქართველოს, როგორც გამორჩეულ გეოგრაფიულ და კულტურულ მოვლენას.
მოაზროვნე ადამიანის თვალი სამყაროს, გარშემო მყოფ ნივთებს, ცოცხალ არსებებს, გამოარჩევს ფერით, ფორმით. ესა თუ ის ფორმა, რომელიც შექმნილია ოქროს კვეთის და სიმეტრიის ჩანაცვლების საფუძველზე გამოირჩევა ჰარმონიით და სილამაზით.
ოქროს კვეთა კი სამყაროს ჰარმონიის პროპორციაა, საერთოდ, ბუნების მოწყობისა და განვითარების ზოგად კანონზომიერებათა ფორმულაა. კაცობრიობისთვის იგი ცნობილია უძველესი დროიდან. უდიდესი მეცნიერი პითაგორა ოქროს კვეთის გამოვლინებებს, ცნებებს მოიპოვებდა ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონელების ნამოქმედარ – ნააზრევში, ევკლიდე იყენებდა მას თავისი სახელგანთქმული გეომეტრიის შექმნის დროს. თვალნათლივ ჩანს ოქროს კვეთა ფიდიასის უკვდავ სკულპტურებში, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი გვაუწყებდა, რომ სამყარო მოწყობილია ოქროს კვეთის პროპორციით. არისტოტელემ კი ოქროს კვეთის ფარდობა ეთიკურ კანონებთან იპოვა.
`ოქროს კვეთის~ უფლისმიერ, უმაღლეს ჰარმონიაზე ქადაგებდნენ შუა საუკუნეებისა და შემდგომი დროის ევროპული რენესანსის უდიდესი წარმომადგენლები – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დიურერი...
საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები პაჩოლიდან დაწყებული, აინშტაინით დამთავრებული იძიებდნენ `ოქროს კვეთის~ ზუსტ მათემატიკურ რიცხვით მნიშვნელობას.
ოქროს კვეთის ასეთ პროპორციას გვთავაზობს გეომეტრია ფორმულით -
a : b = b : c , მაშინ, როდესაც c = a + b .
როდესაც c = 100, მაშინ a = 38,2...... b = 61,8......

ცოცხალი ბუნება გამოირჩევა სიმეტრიის და ოქროს კვეთის პროპორციათა განსაკუთრებული სიუხვით. ის თვალნათლივ შესამჩნევია და იკითხება მცენარის – ხის, ყვავილის, ფოთლის ფორმაში, ლოკოკინას სპირალში, ადამიანის სხეულში, სახისა და კიდურების პროპორციებში და სხვა მრავალში .


ოქროს კვეთის პროპორციები ზღვის ლოკოკინაში

ოქრპს კვეთის პროპორციები ვარკაჭაჭას ზრდის ზომებში

ოქროს კვეთის პროპორციები ხვლიკის ზომებში

ოქროს კვეთის პროპორციები კვერცხში

თოვლის ფიფქშიც კი...
და ადამიანში


ოქროს კვეთის პროპორცია უხვად გვხვდება არა მარტო ცოცხალ ბუნებაში, არამედ იგი მაცოცხლებელი წყაროსთვალია ზოგადად, როგორც საკაცობრიო, ისე ქართული მხატვრული სააზროვნო სისტემისა – ხელოვნებისა, ლიტერატურისა და არქიტექტურისა, მუსიკისა და მხატვრობისა...
ქართველი ერის პოეტური ბიბლიის შოთა რუსთაველის `ვეფხისტყაოსანის~ ნახევარზე მეტი სტრიქონებისა, ასიმეტრიულად ახლოსაა ოქროს კვეთასთან. დანარჩენი, თითქმის ნახევარი კი სიმეტრიულ ნახევარსტრიქონებადაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს პოემის განსაკუთრებულ `კეთილად სასმენელ~ ჰარმონიულობასა და მელოდიურობას.
ოქროს კვეთა დედამიწის გეოგრაფიაშიც მრავალწახნაგოვნად შეიმჩნევა.
ასე მაგალითად, ორი დედა-კონტინენტის ევროპისა და აზიის პროპორციები ოქროს კვეთის კანონზომიერებას ექვემდებარება. კავკასია და კერძოდ საქართველო, სწორედ ევროპისა და აზიის მიჯნაზე, გზაჯვარედინზეა, თან მაქსიმალურადაა დაშორებული. ოკეანის წყლებს. ჩრდილოეთ პოლუსსა და ეკვატორს შორის კავკასია სიმეტრიულ შუაგულშია, ოკეანის წყლებს შორის კი იგი ოქროს კვეთის პროპორციითაა დაშორებული. კერძოდ, ჩრდილოეთ პოლუსიდან 42-43 გრადუსის მერიდიანის ხაზზე პირენეის ნახევარკუნძულიდან, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან, აზიის აღმოსავლეთ სანაპირომდე, ვლადივასტოკამდე, კავკასია-თურქეთი, საქართველო აზერბაიჯანი, სომხეთი ოქროს კვეთის ადგილს წარმოადგენს.
ის აზრი, რომ კავკასია ევრაზიის ცენტრია, მეცნიერ-ისტორიკოსებისთვისაც არაა უცხო. მაგალითად, ბატონი ტარიელ ფუტკარაძე სამართლიანად შენიშნავს:@`კავკასია (ტერიტორია შავ და კასპიის ზღვებს შორის) აერთებს დასავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას; შესაბამისად, მას ვერ განვიხილავთ ვერც ოდენ ევროპის და ვერც აზიის ნაწილად; გაუმართლებელია, აგრეთვე, კავკასიის მოაზრება ახლო აღმოსავლეთის ცნებაშიც. თავისი ევრო-აზიური ენობრივ-კულტურული და გეოგრაფიულ-კლიმატური მახასიათებლების გამო, კავკასია ევრაზიის ცენტრალურ/გარდამავალ, შესაბამისად, თავისთავად რეგიონად უნდა მივიჩნიოთ.~ საქართველო კი კავკასიის შუაგულია.
გვაქვს პატივი ახლა გესაუბროთ ქიმიური ელემენტების სივრცულ მოდელზე, რაც წარმოადგენს ნახევარ სფეროზე განთავსებულ სპირალს. ჩვენ დედამიწის გლობუსზე ქიმიური ელემენტების სივრცული მოდელი განვალაგეთ ისე, რომ წყალბადი, პირველი ელემენტი, სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებული ნივთიერება (63%), ემთხვევა საქართველოს, ხოლო ძირითადი ელემენტების ქვეჯგუფის ელემენტებში გადასვლის ადგილი ჰიმალაის და ტიან-შანს, ტიბეტს. პერიოდული სისტემის ძირითადმა ელემენტებმა კარგად დაფარა მთელი ევრაზიის და აფრიკის კონტინენტები.
ქიმიაში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამორკვეული თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ტაბულის ნომერ პირველი ელემენტი წყალბადი. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქიმიური ელემენტების ტაბულის სივრცულ მოდელში იგი შუაგულშია, როგორც საათზე ცენტრალური ადგილი, და არც ერთ ჯგუფს არ განეკუთვნება, რითაც აიხსნება მისი, როგორც მჟანგავი, აგრეთვე აღმდგენი თვისებების შერწყმა. წყალბადის მსგავს მდგომარეობაში იმყოფება კავკასია – საქართველო. Mმას, როგორც გეოგრაფიულ სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ მოვლენას ევროპისა და აზიის კონტინენტებისათვის დამახასიათებელი თვისებები გააჩნია ერთდროულად.
ამიტომაც, ეს რეგიონი დედამიწისა მოიაზრება აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა აკვნად. კავკასიაში, საქართველოში თავს იყრის ევროპულ და აზიურ მსოფლმხედველობათა ნააზრევი. კავკასია, საქართველო ევრაზიის `ოქროს შუაგულია~. ათასწლეულების, საუკუნეების მანძილზე `ეს ოქროს შუაგული~ დედამიწის ორი დედა კონტინენტისა, უდიდეს იმპერიათა დაპირისპირების `საომარ ლელოს~ წარმოადგენდა. მერე, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გახდა. მერე, იგი იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქრისტიანული ციხე-გალავანი აღმოსავლეთისა, რომელიც ურჯულოთა შემკავებელ და გამანადგურებელ ბასტიონად გადაიქცა. დღესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულად შეიგრძნობა აქ, კავკასიისა და საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცეზე. მსოფლიო პოლიტიკურმა და ეკოლოგიურმა კატაკლიზმებმა მოიცვა. ეკოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ყველამ განსაკუთრებით გაუფრთხილდეს და ყურადღებით მოეპყრას ამ შუაგულს. მოწოდებად ჩაგვესმის ხევში, სიონში მოღვაწე ქართველი ბერისა და პოეტის გიორგი ოდიშვილის სიტყვები: `დღეს ვაცხადებ საქართველოს დედამიწის ნაკრძალად~. …
საქართველოსთან ურთიერთობაში გამოიცდება ყოველი ქვეყნის ავკარგიანობა, შეიცნობა და წარმოჩინდება სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობათა ახლებური საუკეთესო ფორმები. Kკავკასია, საქართველო უძველესი ტრადიციების, უძველესი წარსულისა და თვითმყობადი კულტურის მარად ცოცხალი განახლებადი ფენომენია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ქართველები, ტარიელ ფუტკარაძე, თბილისი 2005წ.
2. ქართლის ცხოვრება, ტომი I, თბ. 1955 წელი.
3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ. 1941 წ.
4. ჰეროდოტი, ისტორია, თბ. 1975 წ.
5. ივანე ჯავახიშვილი, ტომი I, თბ. 1979 წ.
6. ივანე ჯავახიშვილი, ტომი II, თბ. 1983 წ.
7. ივანე ჯავახიშვილი, ტომი VIII, თბ. 1977 წ.
8. პავლე ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ. 1954 წ.
9. გიორგი მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხვისათვის, 1965 წ.
10. თ. ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1960 წ.
თედო ჟორდანია – ქრონიკები, ტომი II, 1967 წ.
11. Петухов С.В. – Высшие симметрии в биомеханике формообразования. (1974)
12. Сороко Э.М. - Структурная гармония систем. (1984)
13. Стахов А.П. – Коды золотой пропорции. (1984)
14. Васютинский Н.А. – Золотая пропорция. (1990)
15. Коробко В.И., Примак Г.Н. – Золотая пропорция и человек. (1992)
16. Боднар О.Я. – Золотое сечение и неевклидова геометрия в природе и искусстве (1994)
17. Цветков В.Д. – Золотое сечение (Sectio Aurea) в медицине (1996)
18. Шевелев И.Ш. – Метаязык живой природы. (2000)
19. D’Arcy Wentworth Thompson. On Growth and Form. – London, Cambridge University Press, 1942 – p. 1116.
20. George Doczi. The power of limits. Proportional harmonies in Nature, Art and Architecture. – London, Shambala Boulder, 1981. – p. 300.
21. Matila Ghyka. The Geometry of Art and Life. NY, Dover, 1977. – p.174.
22. H.E. Huntley. The Divine Proportion: a Study in Mathematical Beauty, - Dover Publication, 1970. – p. 186.
23. Robert Fisher. Fibonacci & Applications and Strategies for Traders: Unveiling the Secret of the Logarithmic Spiral. John Wiley & Sons, 1993.
24. Michael S. Schneider - A Beginner’s Guide to Constructing the Universe: Mathematical Archetypes of Nature, Art, and Science. NY, Harper Collins Publisher, 1994. p. 350.
25. Robert Prechter - The Wave Principle of Human Behavior and the New Science of Socionomics. Gainesvile, New Classic Library, 1999.
26. Mario Livio – The Golden Ratio: The Story of PHI, the World’s Most Astonishing Number. – NY, Broadway books, 2002 – p. 290.
* * *
აქაა რუქაც -
http://image020.mylivepage.com/chunk20/216321/109/zs.JPGვინმეს შეგიძლიათ ეს რუქა დადოთ აქ?
მე ვერაფრით ვერ დავდე.
http://image020.mylivepage.com/chunk20/216...8/CIMG0083w.JPGესეც
* * *
კიდევ ერთი საინტერესო სურათი -

ეს სალვადორ დალის ნახატია და მას ჰქვია -
Геополитическое дитя наблюдает рождение нового человека. 1943
მგონი პირდაპირ კავშირშია თემასთან.
* * *
"მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მთელი მსოფლიოს ისტორია.
მსოფლიოს ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება"ჰეგელი