#35942971 · 9 Apr 2013, 15:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ თქვენც შეამჩნიეთ რომ ამ ბოლო ხანებში ძალიან იმატა ველოსიპედისტების რაოდენობამ თბილისში და უკვე აუცილებლობაა რომ ცალკე ბილიკები გამოიყოს მათთვის.
ყველა წესიერ ევროპულ ქვეყანაში ველოსიპედისტებს ცალკე პატარა გზები აქვთ სადაც ფეხის მოსიარულესაც კი არ აქვს გადასვლის უფლება და ჩვენთან, სადაც უმეტესობა მძღოლები გიჟებივით დადიან და არაფერს არ ერიდებიან, მსგავსი რამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იქნებ ერთად გამოვნახოთ რამე გზა და ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მერიას. მე კარგად ვერ ვერკვევი მსგავს საკითხებში და მარტოც არაფერი გამომივა.
გავიგე ადრე მერს უთქვია, რომ აპირებენ ცალკე გზების დაგებას მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდათ. იქნებ ახლა როცა ჩვენი მაღალი დაშავდა, ახლა მაინც ჩათვალონ საკმარისად მნიშვნელოვნსდ ეს საკითხი
|