წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და ახალი მეთოდოლოგია წარადგინეს, რომელსაც სამინისტრო 2013 წლის იანვრიდან იყენებს.
დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი მარტისთვის 21,9-დან 25,53%-მდეა გაზრდილი, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისთვის - 28,8-დან 32,75%-მდე.
კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012-2011 მარტის თვეებში - 4,7%-ით, იანვარ-მარტში კი 20,2%-ით გაიზარდა.
მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ რეგისტრირებული მონაცემების 5-6%-ს წარმოადგენს, რაც ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც. აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რაც შეეხება ახალ მეთოდოლოგიას, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოიების მაღალი დონე მთლიანობაში შენარჩუნებულია, ხოლო კრიმინოგენული ვითარება 2010 წელს არსებული ვითარების თანაზომადია და ხარისხობრივად აღემატება 2009 წლის და ადრეული წლების მდგომარეობას.
განსხვავება ძველ და ახალ მეთოდოლოგიას შორის არის ის, რომ წარმოების შეწყვეტის სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა.
ამასთან, იმავე პერიოდისთვის საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულობები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-gazrdilia.html
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ